წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
უფრო ადვილია ნაკლის გადმოღება, ვიდრე - სათნოების გადაცემა, რადგან უფრო ადვილად დაავადდები სნეულებით, ვიდრე - სხვას გადასცემ შენს ჯანმრთელობას
თითქმის არ არსებობს არცერთი ღარიბი, რომელსაც სამართლიანად შეეძლოს მოწყალების საქმისათვის თავის არიდება
გაცილებით უკეთესია ღირსეულისთვის, ხელი გაუწოდოს უღირსთაც, ვიდრე იმის შიშით, რომ უღირსს შეხვდება, ღირსეულებსაც უარი უთხრას მოწყალებაზე.
როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენს მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყალივით ჩააქრობ შენს მწუხარებას
უფრო ადვილია, თავიდან მოსპო ნაკლოვანება და თავი აარიდო მას, ვიდრე იგი ჩვენთან მხოლოდ მოახლოებულა, ვიდრე დათრგუნო და მასზე ამაღლდე მას შემდეგ, რაც მან ჩვენში წარმატებებს მიაღწია; ასევე ქვაც უფრო ადვილი შესაჩერებელია თავდაპირველად, ... იხილეთ სრულად