აბორტის ცოდვის შესახებ (თანამედროვე ჰეკატომბა) - ციტატები, ამონარიდები
ძველ მსაჯულთა აფორიზმი იუწყებოდა: "სჯობს გაამართლო ათი დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო". აქ კი უდანაშაულო სიკვდილით ისჯება, თანაც როგორ! ის ცოცხლად იგლიჯება ნაკუწებად. ამგვარი მკვლელობის ჩადენა მხოლოდ კარგად გაქნილ სადისტს... იხილეთ სრულად
უდანაშაულოს მოკვლა მკვლელობის ყველაზე საძაგელი და ამაზრზენი სანახაობაა. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უდანაშაულო ჩვილის მოკვლა, გარკვეულ ვითარებასა და სიტუაციაში ნებისმიერი სხვა მკვლელობის ჩამდენნიც არიან.
აბორტების დაუსჯელობა და იმ ზნეობრივი კანონების უქონლობა, რომლითაც ნაყოფი და მისი ხელშეუვალი უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება, ყველა დეკლარაციას ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შესახებ, თვალთმაქცობად და უაზრობად აქცევს.
აბორტების დაშვება ან დაუსჯელობა მშობლებს ისეთ ტირანულ უფლებებს ანიჭებს, რომელიც ადამიანს ჯერ არ ჰქონია, ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილით მოკლას ან ცოცხალი დატოვოს თავისი ქვეშევრდომი.
აბორტების დაკანონება ყველა იმ ზნეობრივ და იურიდიულ კოდექსებს არღვევს, რომლის საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ ადამიანის ნაყოფს, როგორც პიროვნებას დაცვა ესაჭიროება, რომ ადამიანის ნაყოფი - როგორც... იხილეთ სრულად
პორნოგრაფიული ლიტერატურა, კინოფილმები, ვიდეოფილმები და სხვა სულიერი საწამლავი, რომელიც ნარკომანიაზე მეტად წამლავს თანამედროვე საზოგადოებას: ბავშვებს იმ ცხოვრებანანახ მოხუცებად აქცევს, რომლებსაც უკვე ყველანაირი გარყვნილება გამოუცდი... იხილეთ სრულად