წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: "ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ"; ბერმა უპასუხა: "უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს. ლოცვა ნაღველისა და სასოწარკვეთილების წამალია.
უმჯობესია გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალთან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალთან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს
ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს
როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
არა მხოლოდ ადამიანთა შორის უნდა ვეძიოთ მშვიდობის კავშირი, არამედ საკუთარ სხეულშიც, საკუთარ სულშიც და საკუთარ სამშვინველშიც.
კარგზე საუბარი მასაც მართებს, ვინც კარგს არ ჩადის, რათა სიტყვებით შერცხვენილმა საქმის კეთებაც დაიწყოს.