ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცოცხლე იმდენად შეიქნება, რამდენადაც იგი თავისი თავისუფალი ნებით ესწრაფვის სიკვდილს, სიკვდილი კი ნებისმიერი სიცოცხლისათვის მხოლოდ უწესრიგობაა, რომელიც ასე იმიტომ იწოდება, რომ თავისი არსი არა აქვს და არარაა
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება; ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო-ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილისა, იგი კი საკუთარი ნებით დაექვემდებარა სიკვდილს თავისი ადამიანური ბუნებით და ჩვენც, ნებისმიერი ცოდვის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუკი იმას ვისურვებთ, რაც იესო ქრისტემ მოიძაგა, ანდა თუკი გავექცევით იმას, რაც მან დაითმინა. ამრიგად, მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება ზნეობრივი მაგალითი და დამოძღვრა იყო. ხოლო მისმა მკვდრეთით აღდგომამ ცხადზე უცხადესად დაგვანახა, რომ ყოველივე მასში მრთელი და ჯანსაღია ღმერთის მადლის შეწევნით.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის სასჯელში ყოფნიდან აღმოცენდებიან ოდენ სიმშვენიერის სხვა სახეები, რადგან არის რა ამ ბედკრულ მდგომარეობაში, სული იქ კი არ იმყოფება, სადაც ყოფნა ნეტარ სულებს შეჰფერით, არამედ იქ, სადაც სამარადისო ყოფნა უბედურ სულთათვის განუჩენია შემოქმედ ღმერთს
ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, საკუთარი თავის ქება, თავმდაბლობა, სათნოებებიავტორი: ნეტარი ავგუსტინე