განსჯა - ციტატები, გამონათქვამები
განსჯა - ციტატები, გამონათქვამები განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
განსჯის უნარი ხელს უწყობს სულში სიმშვიდის გამეფებას, რომელიც ფრიად სასარგებლოა მოსაგრეობისათვის, რადგან იგი სულსა და სხეულს მეტ ძალას აძლევს, ვიდრე ნივთიერი საკვები; ხოლო როცა შინაგანი სიმშვიდე არ გაგვაჩნია, მაშინ საუკეთესო პროდუქ... იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო... იხილეთ სრულად
არ არის მართებული თანამოძმეთა სიწმინდის ადამიანურ სასწორზე დადება, რამეთუ ერთმა ღმერთმა იცის – როგორც გულთამხილავმა – ადამიანური გულის სიღრმეები.
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ... იხილეთ სრულად
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ... იხილეთ სრულად
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრ... იხილეთ სრულად