ყურადღება - ციტატები, გამონათქვამები
მართლმადიდებელი მონაზვნისთვის სიფრთხილე და ყურადღება ღვაწლია. მოღვაწის სული ფხიზელი უნდა იყოს, რომ განსაცდელი დროზე იგრძნოს, გამოიცნოს, საიდან და ვისგან ემუქრება იგი.
ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნ... იხილეთ სრულად
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მ... იხილეთ სრულად
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გ... იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ... იხილეთ სრულად
უსაფუძვლოდ არ მიაკუთვნებენ თვითმოხიბლვის და სულიერი ხიბლის მდგომარეობას იმ მონაზვნების განწყობას, რომლებიც საერთოდ უარყოფენ გონებრივ ღვაწლს, ზურგს აქცევენ იესოს ლოცვას და კმაყოფილდებიან მხოლოდ გარეგნული ლოცვებით. ისინი არასოდეს აკ... იხილეთ სრულად
ჩვენი გულები - ყანაა, რომელზეც ადვილად შესაძლებელია, დაითესოს სსარეველა, თუ საკუთარ თავს დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დავტოვებთ.
თუ საკუთარი სისუსტე მუდამ გემახსოვრება, არასოდეს გადააბიჯებ სიფხიზლის საზღვრებს.