ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განკაცება, გამონათქვამები, ციტატები
ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრ... იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღმრთო დიდებით განაბრწყინა.
ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს "მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე..., რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა". ასე რომ, მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ. 4, 4-7)
ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.
ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვ... იხილეთ სრულად