სიამაყე - ციტატები, გამონათქვამები
421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში? იხილეთ სრულად
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
უფალს ჩვენ ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, გარდა ცოდვებისა, იმიტომ, რომ ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რო... იხილეთ სრულად
მოყვასის განკითხვით შენ მასაც ზიანი მიაყენე, ვინც გისმენდა. თუ ის ცოდვილია, უდარდელი ხდება, როდესაც ცოდვაში თანამზრახველს იპოვის; ხოლო თუ მართალია, ამპარტავნებაში ვარდება და სხვისი ცოდვის გამო ამაყდება, რაც საბაბია იმისთვის, რომ დ... იხილეთ სრულად
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.
თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან.
ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში ... იხილეთ სრულად
მზის ნათელი შენი შუქი როდია და, რასაკვირველია, მისით არ ამაყობ; ნუ იამაყებ შენი გონებითაც: თუ მასში არის ნათელი, ეს ღვთის საჩუქარია, ხოლო თუ სიბნელეა, მაშინ საამაყო არაფერი გაქვს.