თვალთმაქცობა, ფარისევლობა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინდისთან, დააჩუმებს თვისს სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებათა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომე... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელი. ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი,...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება. ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა,...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ო... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ე... იხილეთ სრულად

link
0