სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ,...
იხილეთ სრულად
სხეულთან განშორების შემდგომ სულები უქმად არ არიან და არც ცნობიერებას კარგავენ; ამას ადასტურებს სახარების იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16. 22–28)... მიცვალებულთა სულები არათუ თავიანთ ცნობიერებას, არამედ განწყობასაც არ კარგავენ, ანუ – იმედს, შიშს, სიხარულს, მწუხარებას და ნაწილობრივ უკვე განიცდიან იმას, რასაც საყოველთაო განკითხვაზე მოელიან... სულები უფრო ცოცხალნი ხდებიან, უფრო მოშურნედ განადიდებენ ღმერთს. და მართლაც, თუკი ჩვენი გონების შესაძლებლ...
link
სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან არაფრის დავიწყება მაშინ არ შეეძლებათ. ხოლო ფსალმუნში რომ არის ნათქვვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. ...
იხილეთ სრულად
სულებს ყოველივე ახსოვთ, რაც აქ იყო, როგორც მამები ამბობენ, სიტყვებიც, საქმეებიც, ფიქრებიც და ამათგან არაფრის დავიწყება მაშინ არ შეეძლებათ. ხოლო ფსალმუნში რომ არის ნათქვვამი: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ (ფს. 145.4) – აქ იგულისხმება ის, რომ წარწმდიან ამქვეყნიური ზრახვები (ფიქრები) – შენებაზე, ქონებაზე, მშობლებზე, შვილებზე, ყოველგვარ საქმიანობასა და სწავლაზე. ეს ყველაფერი ქრება, როგორც კი სული სხეულიდან გადის, ხოლო რაც სულმა ს...
link
საზვერეების წარმატებით გავლისა და ღვთის თაყვანისცემის შემდეგ, სული 37 დღის განმავლობაში მოიხილავს ზეციურ სავანეებსა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს, მაგრამ არ ეცოდინება თუ სად დარჩება; მხოლოდ მეორმოცე დღეს დაუდგინდება ადგილი საყოველთაო მკ...
იხილეთ სრულად
საზვერეების წარმატებით გავლისა და ღვთის თაყვანისცემის შემდეგ, სული 37 დღის განმავლობაში მოიხილავს ზეციურ სავანეებსა და ჯოჯოხეთის უფსკრულებს, მაგრამ არ ეცოდინება თუ სად დარჩება; მხოლოდ მეორმოცე დღეს დაუდგინდება ადგილი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე.
link
როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ცად აღსვლა ჩქარ მატარებელს მიაგავს. მყეფარე ქოფაკები მისდევენ ვაგონს, ყეფით იღრჩობიან, ცდილობენ წინ გადაუსწრონ, მატარებელი კი მიჰქრის და მყეფარებს არაფრად აგდებს. ...
იხილეთ სრულად
როდესაც სულიერად გაწონასწორებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სულის ცად აღსვლა ჩქარ მატარებელს მიაგავს. მყეფარე ქოფაკები მისდევენ ვაგონს, ყეფით იღრჩობიან, ცდილობენ წინ გადაუსწრონ, მატარებელი კი მიჰქრის და მყეფარებს არაფრად აგდებს. თუ ისეთი ვინმე კვდება, ვისი სულიერი მდგომარეობაც სასურველია, უკეთესი ყოფილიყო, მისი სული თითქოს ჯახირით მიმავალ მატარებელში იმყოფება, მას სწრაფი სვლა არ შეუძლია, რადგან გაუმართავი ბორბლები აქვს, ძაღლები ღია კარში ხტებიან...
link
რადგანაც სული გარდაცვალების შემდგომ აგრძელებს სიცოცხლეს, სიკეთე რჩება, რომელიც სიკვდილთან ერთად კი არ იკარგება, არამედ იზრდება. სულს სიკვდილის მიერ წარმოქმნილი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აბრკოლებს, არამედ იგი უფრო ქმედითია, რადგა...
იხილეთ სრულად
რადგანაც სული გარდაცვალების შემდგომ აგრძელებს სიცოცხლეს, სიკეთე რჩება, რომელიც სიკვდილთან ერთად კი არ იკარგება, არამედ იზრდება. სულს სიკვდილის მიერ წარმოქმნილი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აბრკოლებს, არამედ იგი უფრო ქმედითია, რადგან თავის საკუთარ სფეროში მოქმედებს სხეულთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, რომელიც მისთვის უფრო დამაბრკოლებელია, ვიდრე სასარგებლო.
link
პირველი ორი დღის განმავლობაში სული შედარებითი თავისუფლებით ტკბება და დედამიწაზე იმ ადგილების მონახულება შეუძლია, რომლებიც მისთვის ძვირფასია, მაგრამ მესამე დღეს იგი სხვა სფეროებში გადაინაცვლებს.
მოწამეები ღვთაებრივი განგებულებით მონაწილეობენ ცოცხლების საქმეებში, ხოლო თავად მიცვალებულებს არ ხელეწიფებათ ცოცხლების საქმეებში ჩარევა.
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ არის შესაძლებელი სულის მდგომარეობის შეცვლა, განსაკუთრებით კი, მათთვის უსისხლო მსხვერპლშეწირვით (წირვაში მოხსენიებით) და სხვა ლოცვებით.
link
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
link
ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ და სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ, რაშიც იგი თავად ჩაითრიეს. სხვადასხვა გამოცხადების თანახმად, ასეთი ოცი დაბრკლება არსებობს, ეგრე...
იხილეთ სრულად
ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ და სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ, რაშიც იგი თავად ჩაითრიეს. სხვადასხვა გამოცხადების თანახმად, ასეთი ოცი დაბრკლება არსებობს, ეგრეთ წოდებული „საზვერეები“, რომელთაგან თითოეულზე ესა თუ ის ცოდვა განიკითხება; ერთი საზვერის გავლის შემდეგ სული შემდეგთან მიდის და მხოლოდ ყველა მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ შეუძლია თავისი გზის გაგრძელება, თუ არ იქნა უმა...
link