სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია.
მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს.
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრება... იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.