უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.
მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც - მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, ... იხილეთ სრულად
ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!" (ეფეს. 5,14).
ქრისტეს გარეშე შენი ცხონების საქმეს ვერ აღასრულებ, არც ქრისტე გააკეთებს ამას უშენოდ.
როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის.
ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ... იხილეთ სრულად
იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე.