ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.
სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგ...
იხილეთ სრულად
სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგვეცა.
მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ ა...
იხილეთ სრულად
ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. "სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე" (ინ. 6,63), - ბრძანებს უფალი.
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. ...
იხილეთ სრულად
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში.
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.
იხილეთ სრულად
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ადამიანური მწუხარებით. მწუხარებას, რა თქმა უნდა, თავისი სახესხვაობებიც აქვს. მაგ., უნუგეშო სულიერი ტკივილი ძირითადად ურწმუნოებისა, არასულიერობისა და შინაგანი სიცარიელის შედეგია.
სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერი გადახრების მქონეთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზო...
იხილეთ სრულად
სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერი გადახრების მქონეთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ოდენ მატერიალური ყოფით იფარგლებიან და ბედნიერებას ეძებენ იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის.