კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ...
იხილეთ სრულად
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება აღიზარდოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადამიანს სრულფასოვანი წარმოდგენა სამყაროზე და გამოუმუშავდება უნარი კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.
ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც. მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას...
იხილეთ სრულად
ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც.მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას, არამედ ის, თუ რა შედეგს მოგვცემს ჩვენს მიერ მიცემული ცოდნა, როგორ წაადგება ის ყმაწვილის სულიერ თუ პრაქტიკულ ცხოვრებას. ამიტომაც ვიმეორებ, აუცილებელია დაიძლიოს ზღვარი ოჯახს, ეკლესიას, კულტურასა და განათლებას შორის.
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე? ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკო...
იხილეთ სრულად
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე?ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკოლა აიღებს ამ ტვირთს.ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია სამი ძალის – ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედე...
მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლი...
იხილეთ სრულად
მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლის შემდეგ, სამშობლო უნდა დააყენოს და მისი დაცვის მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს, გაჭირვების შემთხვევაში კი – მისთვის თავდადება უნდა შეეძლოს. ასეთი ადამიანები წარსულშიც მრავლად იყვნენ და ჩვენს დროშიც მრავლად არიან.
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ა...
იხილეთ სრულად
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარკომანიც, რომელიც თავს ხელში ვერ აიყვანს, და ვერ დაძლევს ამ მომაკვდინებელ ცოდვას, დაკარგული პიროვნებაა როგორც ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის. ექიმების, ფსიქოლოგების, ...
იხილეთ სრულად
თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის.ექიმების, ფსიქოლოგების, მოძღვრების დაკვირვებით, წინასწარგანზრახვით არავინ ხდება არც ლოთი და არც ნარკომანი, არამედ ისინი თანდათან ყალიბდებიან ასეთებად.