სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.
ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს უწინარესად ეხებათ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.
ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.