ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.
ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ. არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრო...
იხილეთ სრულად
ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ.არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრომელად ებრძვის სიკეთეს; ოღონდ აქ აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი, ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე? ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკო...
იხილეთ სრულად
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე?ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკოლა აიღებს ამ ტვირთს.ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია სამი ძალის – ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედე...