მთელი ჩვენი ბრძოლა იმისათვისაა, რომ მოვიპოვოთ მორჩილება. ჩვენი მტრები დაეცნენ სიამაყით და ჩვენც გვიზიდავენ. მაგრამ ჩვენ, ძმანო, მოვიპოვოთ მორჩილება და მაშინ დავინახავთ უფლის დიდებას ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე.
იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?". მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?". მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასათვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია.
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავის...
იხილეთ სრულად
ვიფიქროთ ძმანო იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობლებისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავისი უწმიდესი სისხლით, ცხრა თვე საშოთი ატარა და თავისი რძით ზრდიდა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მორჩილი, როგორც ჭეშმარიტი კანონმდებელი მეხუთე მცნებისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ" (...
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუ...
იხილეთ სრულად
ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილე...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა ამისა და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება უნდა აღასრულოს. და ისეთი სიყვარულით უნდა შესცქეროდეს თავის ბერს, თითქოს ქრისტეს ხატს უმზერსო.
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა, მაშინ ის იტყვის: "მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალების და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ". სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: "ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ "ძა...
ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე როგორც უფლის ვნებათა ჯვარი და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში.
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭ...
იხილეთ სრულად
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭედელს რკინა, ესრეთ შეგივრდები წმიდაო მამაო, შენდამი მორჩილებით“ - ეუბნებოდა მორჩილი ისიდორე მოძღვარს (კიბე. 4, 23). „თუ დაიცავ საღმრთო მცნებებს, სიტყვას გაძლევ, რომ პასუხს ვაგებ შენთვის განკითხვის დღეს, როდესაც განიკითხა...
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ე...
იხილეთ სრულად
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით – სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში – სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯა...