დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილსინიდისითა. დიდი ცოდვა არის ძმანო, დაუდევნელობა. თუ კი კაცს რომლისამე საქმის კარგად გაკეთება შეუძლია და არ მონდომებს, და ცუდად აკეთებს ი...
იხილეთ სრულად
დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილსინიდისითა. დიდი ცოდვა არის ძმანო, დაუდევნელობა. თუ კი კაცს რომლისამე საქმის კარგად გაკეთება შეუძლია და არ მონდომებს, და ცუდად აკეთებს იგი არის კაცი საწყალი და საცოდავი.
link
ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება. უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დ...
იხილეთ სრულად
ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება. უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დაიმარხე პატიოსნებითა შენითა.
link
მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, ...
იხილეთ სრულად
მრავალნი კაცნი ესრედ ჰფიქრობენ, რომელ კაცი ქვეყანაზე პატიოსნებით ვერა რას მოიგებს, რომელ პატიოსნება მრავალთა ჭირთა და მწუხარებათა შინა შთააგდებს კაცსა. საშინელი არის, ძმანო, ესრეთი ჰაზრი. დიდი უბედურობა არის, ვინც ესრედ ჰფიქრობს, რომელ კაცი პატიოსნებით დაიჩაგრება ამ ქვეყანაზე. იგი ჰსუფევს მხოლოდ მუნ, სადაცა არის უმეცრება, ცუდი ზნეობა. მაგრამ თუ გინდ მართალი იყოს იგი, თუ გინდ პატიოსნების დავიწყებითა კაცი ბევრს მოიგებდეს და მალე გამდიდრდებოდეს, მაი...
link
კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული. სადაც არ არის პ...
იხილეთ სრულად
კაცი პატიოსანი არის სასარგებლო და სასიამოვნო ქვეყნისთვის, ხოლო ვინც მოკლებულია პატიოსნებითა, იგი არს ჭირი და შემაწუხებელი მოყვასთა თვისთა. რომელს საზოგადოებაშიაც სუფევს პატიოსნება, იქ ყოველი საქმე არის წარმატებული. სადაც არ არის პატიოსნება, იქ კაცის ცხოვრება გატანჯულია.
link
ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშდ ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი. მაშასადამე ...
იხილეთ სრულად
ის საუნჯე მადლისა, განათლებისა და ცხოვნებისა, რომლითაც გაგვამდიდრა უფალმან, თანასწორ არის განყოფილი ყოველთა კაცთა შორის, ვითარცა მდიდართა, ეგრედვე ღარიბთა და საწყალთა ზედა. ერთბაშდ ყოველთა მიანიჭა ღმერთმა სულიერი ნიჭი. მაშასადამე სულიერსა საქმესა შინა ყოველნი თანასწორნი არიან და ყოველი ადამიანი უნდა მადლობდეს ღმერთსა.
link
უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდ...
იხილეთ სრულად
უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდა იყოს გულსა შინა და ბაგესა შინა შენთა.
link
კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი, ...
იხილეთ სრულად
კაცის გულს ხშირად აქვს ის ცუდი თვისება, რომელ არ უყვარს, ეზარება მადლობის გადახდა. ერთობ საზრახავი და ცუდი არის, ძმანო, ესრედი ხასიათი კაცისა; იგი გამოაჩენს დაბალსა და საზიზღარსა ბუნებასა მისსა. კაცი, კეთილშობილი ხასიათის მექონი, სულგრძელი და წრფელი სიხარულით გადიხდის მადლსა ყოველისა კეთილისა და ქველისმოქმედებისათვის
link
ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოვე...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად გელაპარაკება შენ, გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა; შენ ჰფიქრობ: რა კეთილი კაცი არისო, უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო; გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყვ...
link
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულო...
იხილეთ სრულად
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულობისთვის. ყოველი შენი შინაური სიტყვა და საქმე არის თესლი, რომელიც თავის დროზედ გამოიღებს კეთილსა ანუ ბოროტსა ნაყოფსა.
link
კეთილ, ღვთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა, ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.