წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?
426. ხშირად, როდესაც ვცდილობ მეფსალმუნის სიტყვების აზრის ზედმიწევნით ჩაწვდომას, მათგან ბოროტ აზრებზე გადავდივარ
424. მივაქციო თუ არა ყურადღება ფსალმუნთა გალობის, ლოცვის ან კითხვის დროს მოსულ ცუდ აზრს? დროებით ხომ არ შევწყვიტო ფსალმუნთა გალობა, ლოცვა ან კითხვა, რომ წმინდა აზრებით შევეწინააღმდეგო მათ?
422. როდესაც მეჩვენება, რომ აზრი დუმს და არ მაწუხებს, ამ შემთხვევაში მეუფე ქრისტეს სახელის მოხმობა კარგია თუ არა? რამეთუ ასეთი აზრი მომდის: ახლა, როდესაც მშვიდად ვართ, არაა ამის აუცილებლობაო
421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში? იხილეთ სრულად
419. ჩემო მამაო, როდესაც სულგრძელი მოთმინების შესახებ გკითხე, შენ მიპასუხე, რომ ის, ისევე როგორც ყველა კეთილი საქმე, ღვთის ნიჭია, მაგრამ ახლა ლოცვის შესახებ მითხარი, რომ დახმარება ზოგჯერ ღვთისაგან არაა. ამიხსენი ეს განსხვავება?