672. რას გვეტყვით განუწყვეტელი ლოცვის შესახებ?
იხილეთ სრულად
უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთის სახელის განუწყვეტელი მოწოდება არის საკურნებელი საშუალება, რომელიც მოაკვდინებს არა მხოლოდ ვნებებს, არამედ თვით მათ მოქმედებასაც. როგორადაც მკურნალი მოიძიებს საკურნებელსა თუ სალბუნს სნეულის წყლულთათვის და ისინიც კეთილად მოქმედებენ, ამასთან ისე, რომ სნეულმა არ იცის როგორ ხდება ეს – აი, ზუსტად ასევე, ღმერთის სახელის მოწოდებაც მოაკვდინებს ყველა ბოროტ ვნებას, თუმცა კი ჩვენ არ ვიცით, როგორ ხდება ეს.
620. შეიძლება თუ არა, რომ დავტოვო ცოლი მონასტერში წასვლის მიზნით?
იხილეთ სრულად
შენ არ უნდა დატოვო ცოლი მხოლოდ შენი გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგანაც დაარღვევ მოციქულის მცნებას, რომელიც ამბობს: „შე–თუ–ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ“ (1 კორ. 7. 27). თუკი შენი მეუღლე შესცოდებს (შენთან განშორების შემდეგ) და უწესო ცხოვრების გზას დაადგება, მაშინ მისი ცოდვა შენ მოგეკითხება. მხოლოდ მასთან შეთანხმების ნიადაგზე და სულიერი სარგებლობის მიზნით შიძლება ამის აღსრულება. – მაგრამ ღმერთს მიანდე ეს საქმე და როგორც კაცთმოყვარე უფალს ნებავს, ...
381. თუ წმინდანებს ჩემი სულიერი ვნების ან სხეულის ავადმყოფობისთვის ლოცვას ვთხოვ და მრწამს, რომ მაშინვე განვიკურნები: ეს იმ შემთხვევაშიც შესრულდება, თუ ჩემთვის სასარგებლო არაა სწრაფი განკურნება?
იხილეთ სრულად
განკურნებისთვის გაძლიერებული ლოცვა კარგი არაა, რამეთუ არ იცი, რა არის შენთვის სასარგებლო; ეს იმას მიანდე ვინც თქვა: იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან (მათე 6,8). ღმერთს კი ასე შეევედრე და თქვი: "მეუფეო! მე შენს ხელთა ვარ, შემიწყალე შენი ნებისამებრ, და, თუ ჩემთვის სასარგებლოა, არ დააყოვნო ჩემი განკურნება". და წმინდანებსაც სთხოვე ამის თაობაზე ილოცონ და უეჭველად გრწამდეს, რომ ღმერთი იმას შეგისრულებს, რაც შენთ...
380. ჩემო მამაო! გთხოვ, ამიხსენი შემდეგი საკითხი: დავუშვათ მამებს ვკითხავ: კარგ ნაყოფს გამოიღებს თუ არა ჩემი ყანა, და დამაზიანებს თუ არა მტერი; და თუ მიპასუხებენ, საქმე ნაყოფიერი იქნება და მტერი ვერაფერს დაგაკლებსო, ხოლო სინამდვილეში ვერც საქმე გამოიღებს ნაყოფს და ვხედავ, რომ მტერიც მაზიანებს, მაშინ როგორ ვირწმუნო? ან თუ მომხდარ საპირისპირო გარემოებათა გამო ვხედავ, რომ რწმენაში ვუძლურდები, მაშინ როგორ გავძლიერდე აზრებში? ახლაც გამოიჩინე წყალობა, ჩემო მამაო, დამაყენე სწორ გზაზე და ილოცე ჩემი უძლურებისათვის
იხილეთ სრულად
წმინდანთა სიტყვები სარწმუნოა და ღვთისნიერადაა ნათქვამი, ამიტომ ისინი ფუჭად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვერ ვიაზრებთ მათ, რომ ხორციელზე და ნივთიერზე ვართ მიჯაჭვულნი; წმინდანები კი ისევე ზრუნავენ ადამიანთა სულების ცხონებისთვის, როგორც ღმერთი. იმას რასაც წმინდანები გვეუბნებიან, პირველ რიგში შინაგან ადამიანს მივუსადაგოთ, და დავინახავთ, რომ ადამიანებმა მწუხარება თუ შეგვამთხვიეს, ან მატერიალურად თუ ვიზარალეთ ეს ჩვენს სარგებელს ემსახურება, რა...
382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს?
იხილეთ სრულად
ძმაო! ვინაიდან ჩვენ ორივე უსაქმურნი ვართ-მეც და შენც, ამიტომ ჩვენს ვნებებს უყურადღებოდ ვტოვებთ და ერთის ნაცვლად სხვას ვკითხულობთ. თუმცა, იმის თაობაზე, რაზეც მეკითხები ასე ვფიქრობ: რადგან სრულყოფილი მამები ღვთისაგან ადამიანისთვის სარგებლის მინიჭებას ითხოვენ, ამიტომ თუ ადამიანისთვის სასარგებლოა, ღმერთი ტოვებს მასში ვნებას მოთმინებისათვის; და თუ მისთვის ვნებისაგან გათავისუფლებაა სასარგებლო-ათავისუფლებს მას, და ამას ჩვენ ღვთის განჭვრეტას მივაწერთ. აბ...
378. როდესაც ფაქიზი აზრების შესახებ გეკითხები, ასე მგონია საფუძვლიანად ვიკვლევ მათ და აზრებში ვქედმაღლობ
იხილეთ სრულად
თუ გინდა ქედმაღლობას თავი დააღწიო, როდესაც რომელიმე მამას ფაქიზი აზრების შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, უპირველეს ყოვლისა ადამიანს იმ უხეში აზრების გამოსწორება მოეთხოვება, რომლებიც მოციქულმა აკრძალა: ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა (რომ. 13,13) და მათ მსგავსთა, ხოლო ამის შემდეგ ფაქიზნიც არ უნდა უგულებელყო. ვინც უხეში აზრებისადმი უდიერია და ფაქიზებზე ზრუნავს, ის იმ ადამიანს ჰგავს, ვისი სახლიც დაბინძურებულია და სხვადასხვა ნაყარნუყარითა...
376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე
იხილეთ სრულად
ძმაო გვიან გამოიღვიძე, როცა უკვე "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი შენნი" (ფსალ.37,5). თუ ცხონება გსურს, შეინანე, მოიკვეთე ყველაფერი, რაც დაღუპვისკენ მიგაქანებს, და დავითთან ერთად თქვი: "ესე არს განახლებაი" (ფსალ.76,10). ამგვარად, ამიერიდან შენი ნება, თავისმართლება, სიჯიუტე და დაუდევრობა მიატოვე და მათ ნაცვლად სიმდაბლეს, თვინიერებას და მორჩილებას შეუდექი. საკუთარი თავი არარაობად შერაცხე და ცხონდები. თუ ამას დაიცავ, ყოველგვარი ბოროტებისაგან დაცული ი...