წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
396. ერთმა ქრისტესმოყვარე მამამ იმავე ბერს თავის ცოდვები გაუმხილა და მათი შენდობაც ითხოვა. ბერმა კი ასე უპასუხა: ვინც თავის შეცოდებებს აღიარებს, ის წერილის სიტყვის თანახმად გამართლდება: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰ... იხილეთ სრულად
395თუ ნივთს დავკარგავ და განკითხვის შიშით, არ განვიკითხავ იმას, (ვისაც, როგორც ვფიქრობ, ის ნივთი აქვს), მაგრამ ეჭვი მაქვს მასზე, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევიტყობ, სინამდვილეში მასთანაა ის ნივთი თუ არა, რამეთუ მე ვერ ვეგუები მის დაკარგვას იხილეთ სრულად
394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?
393. ვინაიდან, არცთუ იშვიათად, დავიწყება ჩემი მრავალი შეცოდების ხსოვნას მინადგურებს, ხოლო ზოგჯერ კი საერთოდ არ მახსენდება ისინი, ამიტომ გეკითხები: როგორ მოვიქცე?
392. როდისაა შესაფერისი დრო, რომ გონებაში ღმერთი და მისდამი შიში გავიხსენო, რათა მათ ცოდვების გამოსასწორებლად გული დამირბილონ?
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
ღვთის სახელის მოწოდებით მტრები სუსტდებიან, ხოლო ამის მცოდნენი არ დავსცხრებით, რათა მივიღოთ შეწევნა ღვთისაგან. ეს არის ლოცვა. წმიდა წერილი კი ამბობს: "მოუკლებლად ილოცვიდეთ".
უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ... იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებ... იხილეთ სრულად