წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
391. ხშირად ისე ხდება, რომ როცა ღვთის შიში მახსენდება და ვიხსენებ სამსჯავროს, მაშინვე გული მილბება. როგორ მოვიქცე, რომ ეს სულ მახსოვდეს?
390. როგორ მივაღწიო ჩემ სასტიკ გულში ღვთის შიშის შეურყეველ დამკვიდრებას? ზოგჯერ ასეთი რამეც მემართება, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საქმე არ მაქვს დასრულებული, თითქოს-და ღვთის შიშის საბაბით, გონებით სხვა საქმეზე გადავდივარ; ამიხსენი მამაო: კარგია ეს, თუ არა? იხილეთ სრულად
389. წერილში ნათქვამია: "გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე"(ფსალ.25,2), და კიდევ: "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვეთ პირად-პირადსა"(იაკ.1,2); ხოლო სხვა ადგილას: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა"(მთ.6,13), უფალო; და კიდევ: "ილოცევდით, რაითა არა შეხვდეთ განსაცდელსა"(მთ.26,41). ისე ჩანს, თითქოს ეს ადგილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და ამიტომაც გთხოვ, ამიხსენი რა განსხვავებაა განსაცდელებს შორის იხილეთ სრულად
387. მონასტრის ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც წმინდა მამათა ლოცვებით მრავალ განსაცდელს გადაურჩნენ, გაიგეს რა ავაზაკთა თავდასხმის შესახებ, მონასტრიდან წასვლა განიზრახეს და ამის შესახებ დიდ ბერს ჰკითხეს
386. მეუფეო, გთხოვ ამიხსნა: რაში იყო წმინდა ელისეს მოწაფის დანაშაული, რომ მკვდარი არ აღდგა? და თუ წინასწარმეტყველმა წინასწარ იცოდა ეს, რატომ გაგზავნა ის? და თუ გაგზავნა, წინასწარ რატომ არ დაარიგა ის?
385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი იხილეთ სრულად
384. შეუძლია თუ არა სხვების რწმენა შეეწიოს ადამიანს, თუკი ის მას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, როგორც განრღვეულს შეეწია დამხმარე ადამიანთა რწმენა?
383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა? იხილეთ სრულად