შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გ...
იხილეთ სრულად
შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს.100.5)
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამას...
იხილეთ სრულად
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამასთან, ნურავის განვსჯით და ნუ ვიტყვით ვინმეს შესახებ, რომ ეს ვიღაც ბოროტია და რომ სცოდა მან; უმჯობესია, მოვიძიოთ ჩვენი სიავე და ჩვენვე ვსაჯოთ ჩვენი საქმე, არის კი იგი სათნო ღვთისა, რადგან ჩვენთვის რა, თუკი ვინმე უკეთურია
დაფაროს ერთმა მეორის შეცდომები, რათა ქრისტემაც დაფაროს თქვენი საკუთარი. რადგან თუ შენი ძმისგან სამართლიანობას ითხოვ, მაშინვე პირისპირ აღმოჩნდები ღმერთთან, რომელიც შენ გიტანდა, როცა სცოდავდი. და ახლა, როცა მან გამოგაფხიზლა თავ...
იხილეთ სრულად
დაფაროს ერთმა მეორის შეცდომები, რათა ქრისტემაც დაფაროს თქვენი საკუთარი.რადგან თუ შენი ძმისგან სამართლიანობას ითხოვ, მაშინვე პირისპირ აღმოჩნდები ღმერთთან, რომელიც შენ გიტანდა, როცა სცოდავდი. და ახლა, როცა მან გამოგაფხიზლა თავისი მადლით, შენ არ გსურს აიტანო შენი უძლური ძმა. მაშ, სად არის შენი საკუთარი სამართალი? თავისი მადლი რომ წაგართვას ქრისტემ, და ის ათასი ტალანტი მოგთხოვოს, მისი რომ გმართებს? რას ფლობ ისეთს, უმადურო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თ...
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირ...
იხილეთ სრულად
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა: "ვისაც გული სუფთა აქვს, იმას ყოველი კაცი სუფთად ეჩვენება, ხოლო ვისაც გული ვნებებითა აქვს შებილჭული, იმისთვის არავინაა წმიდა, არამედ ყველა თავისნაირი ჰგონია" (მამა ესაია). ჩვენი მსჯავრი არასოდეს არის მიუკერძოებელი, ...
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
სხვის განმკითხველობისათვის არქუ შენს თავს: თვით წყლულებასა და ცოდვის სიმყრალეში მყოფი სხვისას რად ეძიებ? რისთვის არ მოიხსენებ სიტყვასა ამას: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი"
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უ...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უგუნურებაშიდ ხარ; შენ ცოდვად რად გამოეძიებ? რად გამოეძიებ? რა მისაგებელი შეგიძლია? ცოდვისათვის ჯოჯოხეთს ვერ მისცემ და ვერ ეთყვი: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა"; უცოდველობისათვის სასუფეველს ვერ მისცემ და...
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმან ცოდვილსათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გვიბრძანებს: "ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეს". - შე განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი ...
იხილეთ სრულად
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმან ცოდვილსათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გვიბრძანებს: "ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეს". - შე განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი რა გაქუს სხვის მონის განკითხვისა? - მიზეზი წარმოუჩინელი არის.
თუ ქრისტეს მოწაფე ხარ - ცოდვისაგან დაწყლულებულს სიტკბოისა, სიმშვიდისა და მოწყალების სიტყვა უნდა დაასხა ამისთვის, რომ შენმა მოძღვარმან და უფალმან იესო ავაზაკთაგან წყლულ არა თუ ყვედრება და მხილება - უფროსად ზეთი და ღვინო სიტკბოებისა...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტეს მოწაფე ხარ - ცოდვისაგან დაწყლულებულს სიტკბოისა, სიმშვიდისა და მოწყალების სიტყვა უნდა დაასხა ამისთვის, რომ შენმა მოძღვარმან და უფალმან იესო ავაზაკთაგან წყლულ არა თუ ყვედრება და მხილება - უფროსად ზეთი და ღვინო სიტკბოებისა დაასხა. შენ ყვედრებას და მხილებას დაასხამ ცოდვისაგან წყლულს! ამ გვარის საქმისაგან ქრისტეს მოწაფეობა არა სჩანს!