ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს ... იხილეთ სრულად
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ... იხილეთ სრულად
მოთმინება გამორჩეული ბრილიანტია, რომელიც ამშვენებს ქრისტიანს და ჩვენი ცხონების ძნელად სავალ გზას გვიმსუბუქებს.
არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ვნებები და უძლურება გვებრძვის, არამედ ღმერთს ვევედროთ, მოგვცეს მოთმინება – როგორც სულის, ისე სხეულის ჭრილობების ეს საუკეთესო ბალზამი.
დაე, ცოტა რამ გავცეთ დედამიწაზე, რომ ღვთის წყალობათა ხელშეუხებელი ბანკიდან აქ გაცემული იქ პროცენტით მივიღოთ. სათნოებათა თესლი ვთესოთ, რომ კეთილსურნელოვანი ყვავილებით შემკული საუკუნო დიდების გვირგვინით დავიმშვენოთ თავი.
შეუძლებელია, აქ მოკლებული სიკეთის სანაცვლოდ მარადიული სიკეთით არ დავტკბეთ!