ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობის...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები.
მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ.
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზ...
იხილეთ სრულად
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ.
სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავის თავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ. კეთილსა ...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავის თავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ.კეთილსა თუ ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთისგან მინიჭებული თავისუფლება ადამიანისა: მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს,...
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღ...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღუპველობის ღრმად გააზრებამ ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანოს.
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ, გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელ...
იხილეთ სრულად
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ, გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას.