ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
როგორც ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სიყვარული ღვთისკენ აღმყვანელი გზაა". ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი ასე განგვიმარტავს: "ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი".
განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებ... იხილეთ სრულად
ყველასი და ყველაფრის შემაკავშირებელი სიყვარულია, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად ... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ მას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ... იხილეთ სრულად
ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით.