ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ჩემი მოსიყვარულე ღმერთი მუდამ ჩემთანაა და როგორ გავაკარო გულს გულძვირობის ჩრდილიც კი? დაე, მოკვდეს ჩემში სახე ყველანაირი ბოროტებისა, დაე, ამევსოს სული უვნებელობის სურნელით. ღვთის სიყვარულმა გძლიოს და დაგამარცხოს შენ, ბოროტო ეშმაკო... იხილეთ სრულად
თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი
105. ყოველგვარ უკეთურებას წინ უძღვის უმეცრება, ხოლო მის შემდეგ მეორეა ურწმუნოება.
182. არის ბოროტება, გულისმიერად რომ გვიპყრობს ხანგრძლივი ცრურწმენის შედეგად, და არის ბოროტება, აზრისმიერად რომ გვებრძვის ყოველდღიური საქმეების გზით.
171. ბოროტების მზაკვრობა ესაა მრავალწნული ბადე და მასში ნაწილობრივ გახვეული, თუ არ იზრუნებს, ყოველი მხრიდან მოიხრჩობა.
169. ბოროტების სათავეში შესულმა არ თქვა, რომ ვერანაირად ვერ დაგძლევს იგი, რადგან რა ზომამდეც შედიხარ, იმ ზომამდე ძლეულიც ხარ უკვე.
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.
92. ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ ძალას. მსგავსადვე, სიკეთეებიც ურთიერთის მიერ იზრდებიან და მათთან წილმქონეს უფრო და უფრო წინ მიასწრაფებენ
47. ყოველგვარი ბოროტება ბოლოვდება აკრძალული სიამოვნებით, ყოველგვარი სათნოება კი - სულიერი ნუგეშისცემით. პირველი მათგანი, იუფლებს რა, აღძრავს "თავისიანებს", ისევე როგორც მეორეც - "თანამონათესავეებს" თავისას.