წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

„ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ“. ნეტარ არს კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, ესე იგი ხშირად დადის საყდარში და როდესაც საყდარში არ არის, მაშინაც კი საყდარში აქვს სული და გული. ესრეთი კაცი უკუნითი უკუნისამდე აქებს უფალსა, აქებს მისთვის, რომ დიდსა მადლსა მიიღებს ღვთისაგან. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ სახლსა

„ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო. სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა“. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშვნელობასა. მიჰხედე, რა სახით აღწერს სულითა ღვთისათა საყდარსა. რა საყვარელი არის, ღმერთო, საყდარი შენიო. მსურის ფრიად შესვლა საყდარშიო, იმ სახით, რომ სული და გული დამელია, ვიდრემდის შევიდე მას შინაო. დავით იყო წინასწარმეტყველი და მეფე, მაშასადამე – მდიდარი, შემძლებელი, ბედნიერი. თუ ამისთანა კაცს ისე ძლიერ ჰსურდა ეკლესიაში შესვლა, რომ სული ელეოდა, ვიდრემდის აღასრულებდა თავის სურვილს, ჩვენ რომ ერთი საწყალნი და უღონო კაცნი ვართ, უფრო არ უნდა გვსურდეს და გვიყვარდეს სიარული საყდარსა შინა უფლისასა? საწყალი და უბედური კაცი საყდარში უნდა ეძიებდეს ნუგეშსა, ღონესა, მხნეობასა, ძლიერებასა, ლოცვითა და ღვთის მადლითა. ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო

საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია, მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყანასა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. მისთვის, რომ ეკლესიაში არის მისი სიტყვა, მისი სწავლა, მისი ხატი; ეკლესიაში შეიწირების მისადმი უსისხლო მსხვერპლი, ლოცვა და გალობა. მოკლედ, ეკლესია არის საკუთარი სადგომი უფლისა. საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი .

ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი ხასიათი, ძმანო ჩემნო. ნაცვლად მისა, რომ გვიხაროდეს და ვმადლობდეთ ღმერთსა, როდესაც ვხედავთ რომელსამე ჩვენსა მოძმესა, თვისი ჭკუით და შრომით გაკეთებულსა, და ესრედ თვით ჩვენთვის კარგის გზის მაჩვენებელსა, ჩვენ ვწუხვართ და გვეკიდება ალი შურისა. ნაცვლად მისა, რომ ჩვენც გვამხნეოს მისმა მოქცევამ, წაგვახალისოს მისმა მაგალითმა და ვიწყოთ შრომა და მეცადინეობა, ჩვენ მარტო იმას ვფიქრობთ, რომ როგორმე შევაწუხოთ და დავაბრკოლოთ იგი. მივხვდეთ, რომ ერთი მეორეს შური ქვეყანას ვერ გააკეთებს, ბედნიერება ქვეყნისა აშენდება მხოლოდ სწავლითა, შრომითა, პატიოსნებითა. ერთობ უბედური არის და ღირსი ცრემლისა ჩვენი

მხოლოდ ის სიმდიდრე არის მკვიდრი და მაგარი, რომელიც კაცმა მიიღო ერთითა პატიოსნითა შრომითა. მხოლოდ ის სიმდიდრე არის მკვიდრი და მაგარი

შრომა თქვენი არ დაიკარგება ამაოდ. გარნა, მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იქნება დაფუძნებული სიმართლესა და პატიოსნებასა ზედა. შრომა თქვენი არ დაიკარგება ამაოდ. გარნა

ძმანო ჩემნო, მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, გარნა უმეტესად წყევა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: „აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი“. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვისმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც არ უნდა დასწყევლო იგი. გარნა, ჩვენ კი მოუთმენელნი, გულფიცხნი, ხშირად ვწყევლით უმართლოდ, თვით უბრალოსა კაცსა. ძმანო ჩემნო, მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ

ზოგიერთნი აწინდელნი ქრისტიანენი ისე მიჩვეულნი არიან წყევასა და შეჩვენებასა კაცთასა, რომელ თითქმის ყოველ წამს, მცირე რამეზე გული თუ მოუვიდათ, მაშინვე განიმეორებენ საშინელთა ამ სიტყვათა: „დასწყევლოს ღმერთმა“. რისგან არის ეს სამწუხარო ჩვეულება? იქიდან, რომ იგინი ლაპარაკობენ და სცხოვრებენ დაუფიქრებლად; მისგან, რომელ არ არიან მიჩვეულნი დაუკვირდნენ საკუთართა თვისთა სიტყვათა და საქმეთა; განიხილონ, განსაჯონ თვისი ცხოვრება და ხასიათი; კიდევ იქიდან, რომელ არ არიან მიჩვეულნი აღვირასხმად თვისისა ენისა და ცუდისა ზნეობისა. კაცი, რომელიც თავის მოყვარეზე იტყის: „დასწყევლოს ღმერთმაო“, ამით თვით ღმერთს სთხოვს, რომ გააუბედუროს ის კაცი, დაჰსაჯოს, ანუ მოჰკლას. მაშასადამე, რა უგუნური უნდა იყოს ის კაცი, რომელიც სწყევლის მოყვასსა თვისსა. იმას ჰგონია, რომ ღმერთი შეეწევა მას ბოროტს საქმეში, აღუსრულებს მისსა ბოროტსა თხოვნასა, ერთი სიტყვით, მისი ამხანაგი შეიქმნება და მისი ცოდვის მოზიარე. ზოგიერთნი აწინდელნი ქრისტიანენი ისე მიჩვეულნი

ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავი არის, რომელ არა ჭკუა მისი ჰმართავს ენასა მისსა, არამედ ენა მისი წარიტაცებს ჭკუასა მისსა და ჩააგდებს ჯურღმულში. ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავი არის

ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა ის არის, როდესაც კაცი დაიფიცავს სიცრუეზე. თუ ღვთის სახელის ხსენება სადაც საჭირო არ არის, გინდ სიმართლით, მესამე მცნებას დაარღვევს, ცოდვა არის, რაღა უნდა ვსთქვათ იმაზედ, როდესაც კაცი ლაპარაკში სიცრუეს გაურევს და დაიფიცავს დასამტკიცებლად მისა? ეს იქნება უსაშინელესი ცოდვა. ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა ის არის, როდესაც

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1