სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: “მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად”. ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლობა არა აქუს და სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებულს აქუს კეთილმეტყველების შემძლებლობა, რომ ანგელოზთა თანა უგალობოს ღმერთსა; ემბაზისაგან აღმოყვანებული კვალად ჰსცოდებს, სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებული არა მოკუდების, რამეთუ საუკუნოდ ცხოვრებად მიიცვალების; ემბაზისაგან აღმოყვანებული ითქმის შვილად ეკლესიისა, სინანულისაგან აღყუანებული ცათა შინა ითქმის შვილად სასუფეველისა.
ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინება აღხოცავს ცოდვას; რამეთუ შესაძლოა მრავალი ხნის განმავლობაში იცხოვრო სინანულით, მაგრამ ვერ ჰპოვო ხსნა და მოკლე დროში კი გულწრფელი სინანულით გამოხსნილ იქნე ცოდვისაგან.
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.