ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა–ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 498–...
link
დაურღვეველია ძალი ქრისტეს ეკლესიისა! მის წინააღმდეგ აბჯარს ისხამდნენ ხილული და უხილავი მტრები; ხმალს ჭედდნენ და ისარს უშენდნენ ძლიერნი და ბრძენნი ამა სოფლისანი. მაგრამ ეკლესია უძლეველი რჩებოდა. მან, წამებულმა ჭეშმარიტებისთვის, იეს...
იხილეთ სრულად
დაურღვეველია ძალი ქრისტეს ეკლესიისა! მის წინააღმდეგ აბჯარს ისხამდნენ ხილული და უხილავი მტრები; ხმალს ჭედდნენ და ისარს უშენდნენ ძლიერნი და ბრძენნი ამა სოფლისანი. მაგრამ ეკლესია უძლეველი რჩებოდა. მან, წამებულმა ჭეშმარიტებისთვის, იესუ ქრისტეს ვნებებით კურთხეულმა, დაინარჩუნა ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა საგანძური, გამოჰფინა რა მხედრობა კეთილთა მოღვაწეთა. ისინი, ცხოვრობდნენ რა ღვთის მცნებებით, იყვნენ რა მისი სახელის აღმსარებელნი წინაშე კაცთა, იბრძოდნენ მი...
link
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვის...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვისმენთ ეკლესიაში ამ დღის წმიდანის ან წმიდანების საგალობლებს. საგალობლების შინაარსი გვამცნობს მარტვილისა ან რომელიმე ღირსი მამის მოღვაწეობას და თხოვნით მიმართავს მას, ევედროს ღმერთს ჩვენთვის.
link
ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს მათ, მხოლოდ ბოროტებისთვის იცხოვრონ და იმოქმედონ. ნუთუ ვისმეს არ სმენია ბოროტმოწადინეობითი ცნობები: „ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს,...
იხილეთ სრულად
ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს მათ, მხოლოდ ბოროტებისთვის იცხოვრონ და იმოქმედონ. ნუთუ ვისმეს არ სმენია ბოროტმოწადინეობითი ცნობები: „ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სხვა საჯაროდ შეურაცხყვეს, მესამე აბუჩად აიგდეს“... და მსგავს ცნობებსაც საზოგადოება ისეთივე მომწამვლელი სიტკბოებით ეწაფება, როგორც ლოთი – ღვინოს. სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველივე ეს?
როდესაც აშკარა უსამართლობას ვისმენთ...
link
ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთი...
იხილეთ სრულად
ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ძალზე სასარგებლოა გამოცდილი რჩევა მოყვასისა, ვინც ერთ წმინდა, ჭეშმარიტ აღმოსავლურ ეკლესიაშია აღზრდილი, ვინც ამ ეკლესიის მიმართ ეძებდა ნეტარ თავისუფლებას და ჰპოვა კიდეც... ეკლესიისადმი განუხრელი ...
link
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშ...
იხილეთ სრულად
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის რომ, ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი.
link
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.
link
უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი ცხოვრებისათვის მასთან შეერთების მეშვეობით ამზადებს (ამისათვის მისი მზადყოფნის მიხედვით). ცხოვრება – ეს დიადი ჯილდოა, თანამედროვე ადამიანი...
იხილეთ სრულად
უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი ცხოვრებისათვის მასთან შეერთების მეშვეობით ამზადებს (ამისათვის მისი მზადყოფნის მიხედვით). ცხოვრება – ეს დიადი ჯილდოა, თანამედროვე ადამიანი კი მას უყურებს, როგორც იმ აუცილებელს, მის ღირსებას რომ შეესაბამება. აუცილებელია გავიგოთ, რა არის მთავარი, რა არის ადამიანის უმაღლესი მიზანი. საბოლოო და ამავე დროს უსასრულო მიზანი ადამიანისა – ეს განღმრთობაა. ეს მხოლოდ მ...
link
1151. როგორ შეიმეცნება და განეფინება საღმრთო გამოცხადება წმინდა გადმოცემის მეშვეობით?
943. რას ნიშნავს სამკვეთლო?