წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
67. თითოეულის შეხედულებისამებრ ხდება შეხვედრა კუთვნილთან (ანუ ჩვენზე ყოველთვის ის მოიწევა, რაც გვეკუთვნის, თუმცა ამ კუთვნილის მიღება თითოეული ჩვენგანის შეხედულების, მოვლენების ჩვენეული აღქმის შესაბამისად ხდება)
66. თუკი შეიცნობ, რომ, თანახმად წერილისა, მთელ ქვეყანაზეა ღვთის სამართალნი (I ნეშტთა 16.14; ფს. 104.7), ყველა შემთხვევა ღვთისმცოდნეობის მასწავლებლად გაგიხდება შენ.
65. ვინც აღმოაჩინა, რომ გარეგანი შემთხვევები ღვთის სამართლიანობის შესაბამისად მოიწია მასზე, ამგვარ ვინმეს უფლის ძიებისას მოუპოვებია ცოდნაც სამართლიანობითურთ (შდრ. იგავ. 16.8).
64. ვინც მცნებათა აღსრულების უწინარეს ეძიებს სულიწმინდის მოქმედებებს, ამგვარი ვინმე ჰგავს ფულზე ნაყიდ მონას, რომელიც ყიდვისთანავე იმას ეძიებს, რომ მისთვის გადახდილ თანხასთან ერთად თავისუფლებაც გამოუწერონ მას.
63. კიდევ, დაფარულია იგი (სულიწმინდის მადლი) მოყვასის შეგონებებში, ზოგჯერ კი კითხვისას მოედევნება აზრს და ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად თავის ჭეშმარიტებაში განსწავლის გონებას. ამიტომ, თუ არც ამ ნაწილობრივი კანონზომიერების ... იხილეთ სრულად
61. მადლი ქრისტეს მიერ ნათელღებულებს საიდუმლოდ ენიჭებათ, მოქმედებს კი ეს მადლი მცნებათა აღსრულების შესაბამისად. ამიტომ, ერთი მხრივ, მადლი არ წყვეტს ფარულად შეწევნას ჩვენსას, მეორე მხრივ კი ჩვენზეა დამოკიდებული ძალისამებრ სიკეთის ქ... იხილეთ სრულად
60. ისინი, რომლებიც საკუთარი არჩევანით სიამეებს ექვემდებარებიან, მუდამჟამს უარს ამბობენ შესაძლებელზე როგორც შეუწევნელზე.
56. ჭეშმარიტი ცოდნა ესაა სამწუხაროთა დათმენა და არდადანაშაულება ადამიანებისა საკუთარ უბედურებებში.
55. მავანმა მიიღო მოძღვრება და განუსჯელად ითვისა იგი, მავანმა კი მიიღო და ჭეშმარიტებას შეუწამა. საძიებელია, თუ რომელი მათგანი მოიქცა უფრო კეთილმსახურებითად.