წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
54. კეთილმსახურების გამო გაწეულ შრომას მოჰყვება შეწევნა, ეს კი საცოდნელია ღვთის რჯულისა და სინდისის შედეგად.
53. საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო.
52. თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო – იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს?
51. როდესაც გონება კეთილმსახურების მიზანს ივიწყებს, მაშინ სათნოების გარეგნული მოქმედებაც უსარგებლო ხდება.
50. არაფერს დაკარგავ იმისგან, რასაც მიუტევებ უფლის გამო, რადგან შესაბამის დროს მრავალჯერადად დაგიბრუნდება.
49. შეუძლებელია გულით შევუნდოთ ვინმეს შეცოდებანი ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რადგან სწორედ ჭეშმარიტი ცოდნა გვიმჟღავნებს, რომ ესა თუ ის მოსაწევარი კუთვნილია ყველა ჩვენგანისთვის (ანუ როდესაც ვიცით, რომ ვიმსახურებთ, რაც გვემართება მიმტე... იხილეთ სრულად
48. პირუთვნელი სიყვარულის ნიშანია შეურაცხყოფათა შენდობა, რადგან უფალმაც ამგვარადვე შეიყვარა სოფელი.
45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა (ანუ ორივე მათგანი არასრული მოღვაწეა). 46. ორივე მხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი – ხორციელს, ხორც... იხილეთ სრულად
44. რაოდენი სიჭარბითაც არ უნდა აღვასრულებდეთ სათნოებას დღეს, ეს ყოველივე ჩენი წარსული უმოქმედობის სამხილია და არა მათი სანაცვლო გადასახადი.
43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს? (იგულისხმება, რომ ჩვენი სათნოებითი მოღვაწეობა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩადენილ ცო... იხილეთ სრულად