არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
ბოლო ჟამს ერისკაცს ათი მცნების დაცვა მოეთხოვება და იმითი ცხონდება, ხოლო მონასტერში მისულს სახარების მიხედვით ცხოვრება მოეთხოვება და იმითი ცხონდება.
აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ-სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება. ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რა... იხილეთ სრულად
ისტორიულადაც მრავალი მაგალითია, როცა უფლის მოიმედე მისი სიმართლით, თავად უფალსვე შუადღის მზესავით ნათელი გაუხდია ადამიანთა წინაშე და სიმდაბლით დამთმენი უმეტეს პატივში აღუდგენია.
ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სუსტების მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც, როცა ადამიანი სამაგალითოა, ღვთის მადიდებელია. როცა ადამიანი გარეგ... იხილეთ სრულად
ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვე... იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუ... იხილეთ სრულად
მკითხაობა დიდი ცოდვაა და ღვთის მოწინაღმდეგეობაა. ღვთისგან დაფარულის ბოროტად გამჟღავნების ერთგვარი მცდელობაა, რასაც მკითხავი ეშმაკის შთაგონებით ნაწილობრივ ახერხებს.
მკითხაობა დიდი ცოდვაა. ვინც მკითხაობს და ადამიანებს ნებით თუ უნებლიედ გასაწირად იმეტებს, შუაგული ჯოჯოხეთი არ ასცდება შეუნანებლობის შემთხვევაში
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუ... იხილეთ სრულად