წმ. დიმიტრი როსტოველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. დიმიტრი როსტოველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. დიმიტრი როსტოველი | გამონათქვამები
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.
ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ.
სიკვდილი ქურდსა და მტაცებელსა ჰგავს, სწორედ მაშინ მოგეპარება როცა არ ფიქრობ.
სიკვდილისა ნუ გეშინია, არამედ წმიდა ცხოვრებით მოემზადე მისთვის: თუ სიკვდილისთვის მზად იქნები, მისი არ შეგეშინდება; თუკი მთელი გულით შეიყვარებ უფალს, სიკვდილს თვითონვე მოისურვებ.
ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება, რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ სადაც ამპარტავნება აღმართულა, წმიდა წერილის თანახმად: "არაწმინდა არს წინაშე უფლისა ყოვ... იხილეთ სრულად