ცხონდება თუ არა მდიდარი - ციტატები, ამონარიდები
საშინელი ვნებაა მომხვეჭელობა, ყველაფრის ხელში ჩაგდებას ლამობს და ვერაფრით კმაყოფილდება, სულს, რომელსაც დაეუფლება, ბოროტების უფსკრულში გადაჩეხს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება. თუ გაძლიერდა, მისი დამარცხება შეუძლებელი გახდე... იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობამ მთელი სამყარო ააღელვა, ყოველივე აღაშფოთა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ–ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა." (მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრ... იხილეთ სრულად
მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.
ვინც იგემა ზესთასოფლის სიკეთენი, ადვილად თმობს ამქვეყნიურს, ხოლო ვისაც ეს პირველი არ განუცდია, ხარობს ამ უკანასკნელთა მოხვეჭით.
იობს იოტისოდენა ვერცხლისმოყვარეობაც კი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შეხვდა უდრტვინველად ყოველივეს დაკარგვას.
მხოლოდ ის არაა ვერცხლისმოყვარე, ვისაც ბევრი აქვს და არ უწილადებს ღარიბებს; არამედ ისიც, ვისაც თუმცა კი არ აქვს ზედმეტი, მაგრამ ხარბად ნატრობს მას და მუდმივად ამაზე ფიქრობს.
არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობ... იხილეთ სრულად
როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო, და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე, იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა