ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
137. ჩვენს გულში თუნდაც ჩვენს უნებურად გამყარებულ და აღმართულ გულისზრახვათა აღხოცვა სჩევია იესოს ლოცვას, მღვიძარებითად აღვლენილს გულისმიერი აზრის სიღრმეებიდან.
თემა: იესოს ლოცვაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
სახარების თითო თავი მორჩილების დროს უნდა იკითხოთ. გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე
თემა: სახარების კითხვაავტორი: წმ. სერაფიმე საროველი
წყარო: ღირსი სერაფიმე საროველი - სასწაულმოქმედი
თუ ჭეშამრიტად გსურს სირცხვილეულ ჰყო შენი აზრები, შეძლო სულგრძელი მდუმარება და იძულების გარეშე გულით ფხიზლობა, შენი სუნთქვა იესოს ლოცვას უნდა შეერწყას და რამდენიმე დღეში საქმით იხილავ მას.
თემა: იესოს ლოცვაავტორი: წმ. კალისტე და ეგნატე კსანთოპულები
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
ყველა სახის ლოცვა გულიდან უნდა იწყებოდეს, სხვაგვარი ლოცვა ლოცვა არაა. ლოცვები ლოცვანის მიხედვით, თუ პირადი და მოკლე ლოცვები, გულიდან უნდა მიემართებოდნენ უფლისაკენ. მით უფრო ასეთი ლოცვა უნდა იყოს იესოს ლოცვა.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
94. მაშ, ამ სახით, როგორც ვთქვით, ჩვეულებისამებრ ერთიმეორის შემადგენელია მღვიძარება და იესოს ლოცვა, კერძოდ, ერთი მხრივ, უკიდურესი ყურადღება – განუწყვეტელი ლოცვისა, მეორე მხრივ კი, ლოცვა – უკიდურესი გონებრივი მღვიძარებისა და ყურადღბისა.
თემა: იესოს ლოცვაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)