განსჯა - ციტატები, გამონათქვამები

განსჯა - ციტატები, გამონათქვამები განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქნება და ვერც ღმერთისთვის სათნო; უამისოდ ყოველთვის გვაცთუნებს მტერი გარედანაც და შიგნიდანაც. ღმრთის შიშმა დაე გვასწავლოს მღვიძარება და სიფხიზლე, საღმრთო სჯულის შესწავლამ და მის მიხედვით ცხოვრებამ კი მოგვანიჭოს სულიერი განსჯა, რომელიც არის კარი სათნოებათა საცავისა და სულიერ სიკეთეთა საუნჯისა. ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას

ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ასახელებდნენ, რამეთუ მათი მეშვეობით აზრი სიფაქიზეს იძენს, იწმინდება და უფრო ადვილად მიეახლება ღმერთს; მეორენი უპოვარებასა და ქონების მოძულებაზე მიუთითებდნენ, რამეთუ ამ გზით გონება თავს აღწევს მრავალფერ მიწიერ ზრუნვათა ბორკილებს და ღმერთს ეთვისება. სხვანი მოწყალებას აძლევდნენ უპირატესობას და უფლის სიტყვებს იმოწმებდნენ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მთ. 25, 34).
ანტონიმ ყველას მოუსმინა და ბოლოს თქვა: "ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, საჭიროცაა და სასარგებლოც მათთვის, ვინც უფალს ეძიებს. მაგრამ ამ სათნოებებს არ შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მიენიჭოს, რადგან ბევრი მინახავს, ცხოვრებას რომ მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა, უდაბნოში მიდიოდა განმარტოებისთვის, უმკაცრეს უპოვარებაში იყო, მთელ ქონებას გლახაკებს ურიგებდა და თვითონ კი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა, მაგრამ მერე მიატოვა ღმრთის სათნო გზა, ცოდვილი ცხოვრება დაიწყო და ქრისტესაც კი განუდგა. მაინც, რა იყო ამ სულიერი გაუმართაობის მიზეზი? ჩემის აზრით, ის, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი – სულიერი განსჯის ნიჭი. განსჯა ასწავლის ადამიანს, ყველაფერში ერიდოს ზომის გადამეტებას და სამეუფო გზით იაროს. იგივე განსჯა არ აძლევს ეშმაკს უფლებას, რომ კაცს მარჯვნიდან, ანუ მეტისმეტი მარხვით სძლიოს, ანდა მარცხნიდან, სხეულის უზომო განსვენებით დასცეს. ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები

სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა. სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც

ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, არა მარტო მოყვასის მიმართ, რათა ცილი არ დავწამოთ მართალ და უდანაშაულო ადამიანებს, ანდა სასტიკი სასჯელი არ დავადოთ იმ შეცოდებებისთვის, რომლებიც ასეთ მკაცრ ზომებს სრულიად არ იმსახურებენ: განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყველა მოქმედებას, როგორც გარეგნულს, ისე შინაგანს. წმ. მამები ამ განსჯას "სულიერ განსჯას" უწოდებენ – იმ მთავარ სათნოებას, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სხვა სათნოების სისწორე და, შესაბამისად, მათი ღირსება. ღმერთის სათნო განსჯა წინ უნდა უძღოდეს ჩვენს

ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის მიხედვით, ვიღაცის გადმოცემის, მითქმა-მოთქმისა თუ ჭორების საფუძველზე რომ შეგექმნა, არამედ მიბაძე ღმერთს, რომელმაც თქვა: "ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან". თუ შენგან კანონი მოითხოვს ვინმეს განსჯას, ზუსტად გამოიძიე საქმე და მხოლოდ მაშინ გამოიტანე მსჯავრი: იგივე კანონი ხომ მოყვასის განკითხვასაც გვიკრძალავს, თუკი ეს განკითხვა თვითნებურად, უსამართლოდ ხდება! ხშირად ყოფილა, რომ შურს, სიძულვილსა და ცილისწამებას უდიდესი მართალნი და თვით იესო ქრისტეც კი კაცთა საზოგადოებისათვის უდიდეს ბოროტმოქმედებად წარუდგენია. ნუ განსჯი შენი აზრისა და წარმოდგენის

წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს იგავურად აღუწერა მისი მდგომარეობა და სთხოვა, განესაჯა და დაესაჯა დამნაშავე. მეფემ უმალ გამოიტანა განაჩენი, რომელიც სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კანონის მოთხოვნას (2 მეფ. 12, 1-4). ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება! ჩვენი ცოდვებისათვის მოწყალებასა და შეწყნარებას მოველით, მოყვასის ასეთივე ცოდვებისათვის კი – პასუხისგებასა და სასჯელს. წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს

დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მოკლა, ახლა დამნაშავე დაესაჯა. ფავსტა მოაკვდინეს. ამგვარად, უკვე ორი მკვლელობა მოხდა: ერთი უსამართლო, მეორე – სამართლიანი, ორივეს მიზეზი კი ღმერთისგან ნამცნები განსჯის დავიწყება და ნაჩქარევი, წინდაუხედავი მოქმდება იყო. დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა

პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდა (ვინაიდან მიჩვეული იყო განუსჯელად მოქმედებას), რომ აზრადაც არ მოსვლია მისი შემოწმება მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც იოსები ციხეში იჯდა – ციხიდან იგი ღმრთის განგებით გათავისუფლდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის უმეცარი წარმართი ასეთ ცოდვაში ჩავარდნილიყო: ეს წმიდა კაცებსაც კი ემართებოდათ, როდესაც ივიწყებდნენ, რომ დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი

ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე". ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს – ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვიხილავთ და არ დავრწმუნდებით იმის სისწორეში, რაშიც კაცს ადანაშაულებენ. ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი

რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება. რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და

განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2