გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები

გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები გემოთმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი...“ ამ მხრივ ჩვენ, ქრისტიანები, თითქოს არა ვცოდავთ საღვთო სჯულის მეორე მცნების წინაშე, მაგრამ განა მართლა ასეა საქმე? განა ჩვენი ვნებანი იგივე კერპები არ არიან, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვეთაყვანებით? „რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაი – სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ“ – ამბობს პავლე მოციქული (ფილიპ. 3.19). განა ჩვენ არ შეგვეხება მოციქულის სიტყვები? ჩვენ გვეხება, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვემსახურებით სტომაქს და საერთოდ ხორცს, ვიდრე ღმერთს. ჩვენ მეტისმეტად დიდ დროსა და ძალას ვანდომებთ საკვებზე ზრუნვას, რომელიც არის არა „პური არსობისა“, არამედ – „პური გულის სათქუმელი“. საათობით ვდგავართ რიგში რაიმე ნუგბარის, მოხდენილი სამოსლის ან ფეხსაცმლის საყიდლად, ხოლო შემეგ ვწუწუნებთ, რომ დრო და ძალა აღარ გვყოფნის ლოცვისა და სახარების წასაკითხად. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი... ამ მხრივ

143. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი გემოთმოყვარეობას, როდესაც საამისო საშუალება არა ქვს. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია კიდევ მეტი უბადრუკებით გემოთმოყვარეობდეს ვინმე თავის გულისზრახვებში. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი

113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების

73. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს გამოიზიდავს მოღვაწეობის ადგილიდან, მაშინ ეს გული, დაღმართში დაქანებული უმძიმესი ქვისებრ, ძნელად შესაკავებელი ხდება. როდესაც გემოთმოყვარეობითი რამ ვნება გულს

76. გემოთმოყვარეობისგან წარმოიქმნება უგულისყურობა, უგულისყურობისგან კი დავიწყება, რადგან სასარგებლოთა შესახებ ცოდნა ყველას მიანიჭა ღმერთმა. გემოთმოყვარეობისგან წარმოიქმნება

41. შეჭირვებათა მიერ სიკეთეები განემზადებათ ადამიანებს, ისევე როგორც ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარეობის მიერ - ბოროტებანი. შეჭირვებათა მიერ სიკეთეები განემზადებათ

101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი

59. ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად მოგვეცა ღვთისგან (თუ, ერთი მხრივ, რომელია თეთრი, მეორე მხრივ კი, როგორია მელნის ფერი), ამგვარადვე აზროვნებაც იმის გამო გვიბოძა ღმერთმა, რომ გავარჩიოთ, სულს რა არგებს. მაგრამ სურვილი, აზროვნებას გაშორებული, გემოთმოყვარეობას შობს და არ ანებებს სულს, რომ ცხონდეს იგი ანთუ ღმერთს შეერთოს ისევე როგორც მხედველობა ხილულთა შესაცნობად

მოსპე შენში ყოველივე, რაც ასულდგმულებს მანკიერებას და ძალით მოაკვდინე შენი ხორციელი ასონი. როგორც მოკლული მტერი ვეღარ მოგგვრის შიშს, ასევე მოკვდინებული სხეულიც აღარ აამღვრევს შენს სულს. მკვდარი სხეული აღარ გრძნობს ცეცხლისაგან ტკივილს, და თავშეკავებული - სიამოვნებას მოკვდინებული გემოთმოყვარებისაგან. თუკი მოკლავ ეგვიპტელს, ქვიშაში დამალე, და ვნების გადალახვის შემდეგ ნუ შეჰმატებ სხეულს. რამეთუ როგორც ნოყიერ ნიადაგში მოხვედრილი თესლი ამოხეთქავს, ასევე მსუქან სხეულშო გაღვივდება ვნება. მიმქრალი ცეცხლი ხმელი ფიჩხით აბრიალდება, და ჩამქრალი გემოთმოყვარებაც გაყროვანებით გამოიღვიძებს. ნუ შეიბრალებ უძლურებაზე მოწუწუნე სხეულს, და ნუ მოასუქებ მას ძვირფასი საჭმელ-სასმელით. თუ ის მოძლიერდება, აგიჯანყდება და შეურიგებელ ბრძოლას გაგიჩაღებს, ვიდრე არ დატყვევებს შენს სულს და არ გადასცემს სიძვის ვნების მონობაში. მწირად გამოკვებილი სხეული მოთვინიერებული ცხენია და არასოდეს გადმოაგდებს მხედარს, რამეთუ ლაგამ ამოდებული ცხენი, დამთმენია და მხედარს ემორჩილება, სხეული კი მარხვითა და მღვიძარებით თვინიერდება და მაშინ ვეღარ უსხლტება ხელიდან მის წარმმართველ კეთილ გულისსითტვას, აღარ ფრუტუნებს ვნებიანი სწრაფვით აღტყინებული მოსპე შენში ყოველივე, რაც ასულდგმულებს

ასე ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს არეკლილ გამოსახულებას, ხოლო მიმაძღრით დასუსტებული აზროვნება კი იტევს თავის თავში ღვთიურ მეცნიერებას. დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდს აღმოაცენებს, გემოთმოყვარის გონება უშვერ ზრახვებს ბადებს. შეუძლებელია სიმყრალეში წააწყდე კეთილსურნელებას, და გემოთმოყვარეში - ჭვრეტის ნელსურნელებას, გემოთმოყვარის თვალი ღრეობებს ეძებს, ხოლო თავშეკავებულისა - ბრძენთა შეკრებას. გემოთმოყვარის სული მოწამეთა ხსენების დღეებს ანგარიშობს, თავშეკავებული კი მათ ცხოვრებას ბაძავს. მხდალი მხედარი ბრძოლის მაუწყებელ საყვირის ხმაზე თრთის, გემოთმოყვარე კი - თავშეკავების შესახებ ქადაგებაზე. გემოთმოყვარე მონოზონი თავისი მუცლის მევალეა და მათრახის ცემით იხდის თავის ყოველდღიურ გადასახადს. მოჩქარე მგზავრი მალე მიაღწევს ქალაქს, თავშეკავებული მონოზონი კი - აუმღვრეველ მდგომარეობას. ზანტი მგზავრი ღამისთევისთვის ღია ცისქვეშ უდაბნოში ჩერდება, მონოზონი გემოთმოყვარეც ვერ მიაღწევს უვნებელობის სადგურს. საკმევლის კმევა კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს, და თავშეკავებულის ლოცვა - ღმრთის საყნოსელს. თუკი ჭამადის გულისთქმას დაემონები, გემოთმოყვარებას ვერაფრით დაიცრობ, რამეთუ გულისთქმა საჭმელისადმი - ცეცხლია, მუდამ ითხოვს საწვავს და მუდამ ბრიალებს. გარკვეული სარწყული ავსებს ჭურჭელს, მუცელი კი, სულაც რომ გასივდეს, არ იტყვის: "საკმარისია!" ხელთა აღპყრობამ გააქცია ამალეკი, ამაღლებული მოღვაწეობა კი ხორციელ ვნებებს იმორჩილებს ასე ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს

გემოთმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები

2