წმინდა ეკლესია ევედრებ ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ. უფლის მაგალითისა და ...
იხილეთ სრულად
წმინდა ეკლესია ევედრებ ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ.უფლის მაგალითისა და მისი სწავლების მიხედვით, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, აგრეთვე ვიცით რა, რომ ღამის ლოცვა და მღვიძარება კაცს ღმრთის დიდ წყალობას მოუვლენს, ჩვენც მოვუხმოთ უფალს ჩვენს სარეცელზე და ღამითაც ვეძიოთ იგი... დაე გულმა და გონებამ ღ...
link
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხო...
იხილეთ სრულად
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე...
link
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძე...
იხილეთ სრულად
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძელება, სიმშვიდე, თავშეკავება, ლოცვა და სხვა. ამრიგად, თუ რაიმე მიზეზის, უძლურების ან ავადმყოფობის და სხვათა გამო ჩვენ არ ძალგვიძს ზემოაღნიშნულ ხორციელ სათნოებათა აღსრულება, ამ შემთხვევაში გვწყალობს და გვაპატიებს უფალი, რო...
link
არ შეიძლება მთელი ძალები წარმავალ საგნებზე გავფლანგოთ, რომლებიც ერთ დღეს მტვრად იქცევიან, ხოლო ღმერთთან დაღლილები მთქნარებით წარვდგეთ – იგი მიემსგავსება იმ მსხვერპლს, კაენმა რომ შესწირა. თუ ჩვენი დაღლილობა საპატიო მიზეზითაა გამოწვ...
იხილეთ სრულად
არ შეიძლება მთელი ძალები წარმავალ საგნებზე გავფლანგოთ, რომლებიც ერთ დღეს მტვრად იქცევიან, ხოლო ღმერთთან დაღლილები მთქნარებით წარვდგეთ – იგი მიემსგავსება იმ მსხვერპლს, კაენმა რომ შესწირა. თუ ჩვენი დაღლილობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული და ძილისკენ მიგვდრეკს, მაშინ უმჯობესია ძილს უფლება მივცეთ მოგვპაროს მღვიძარების ერთი-ორი წუთი და ბუნებრივი გზით დავიხიოთ უკან, ვიდრე წინასწარ განვდევნოთ იგი ყავის საშუალებით და მისით აღვიგზნოთ, მით უფრო, როცა მშვიდი...
link
681. რა არის სიძვის მიზეზი?
163. რას გვეტყვით ბევრი ძილის შესახებ?
192. რა სიკეთეს გვანიჭებს მღვიძარება?
191. რომელი გზით ვებრძოლოთ ხორციელ ვნებებს?
იხილეთ სრულად
ვინც ხორციელი შრომითა და ოფლით ებრძვის ამ მძლავრს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვინც მტერი შეკრა თივის ღეროთი; ხოლო ვინც მარხვითა და მღვიძარებით ებრძვის მას, იგი მსგავსია იმ კაცისა, ვინც რკინის ბორკილებით ებრძვის მას, იგი მსგავსია იმ კაცისა, ვინაც რკინის ბორკილებით შეკრა მტერი. ხოლო ვინც სიმდაბლით, ურისხველობითა და წყურვილით შეწინააღმდეგება მას, იმ კაცს ჰგავს, რომელმაც მტერი მოკლა და ქვიშაში დამარხა.
link
746. აზრი მეუბნება, ხშირად არ გახვიდე სახლიდანო, მაგრამ ისე ხდება, რომ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ტარდება ტაძარში მსახურება. ყველას უნდა დავესწრო, თუ სჯობს სახლში ვივარჯიშო ლოცვაში?
519. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა მოვიქცე მაშინ, როდესაც უძლურება არაერთგვაროვანია და ბუნებისა და დემონებისაგან წარმოსდგება? უპირველეს ყოვლისა, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის
იხილეთ სრულად
ვისაც გამარჯვება სურს, ის საკუთარ თავს მარხვისა და მღვიძარებისთვის, ან ნებისმიერი სხვა საქმისთვის ცოტაოდენს აიძულებს. მაგალითად: თუ ვინმე, ჩვეულებრივ, მეცხრე საათამდე არაფერს ჭამს, მაგრამ უძლურება მოითხოვს, რომ საჭმელი მესამე საათისთვის იხმიოს, მაშინ დაე თავი აიძულოს და მეექვსე საათამდე მოითმინოს; მღვიძარების საკითხშიც ანალოგიურად მოიქცეს; მაშინ იძულება ეშმაკისეულ მოქმედებას შეებრძოლება, ხოლო თანაგრძნობა უძლურ სხეულს დაეხმარება. ზუსტად ასევეა სხვ...
link