წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს ...
იხილეთ სრულად
წმ. დავით მეფემ შესცოდა, მაგრამ კარგა ხანს (როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილებს) ვერ მიხვდა და ვერ გააცნობიერა თავისი დაცემა. ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველს უბრძანა, ემხილებინა იგი. წინასწარმეტყველმა მეფეს იგავურად აღუწერა მისი მდგომარეობა და სთხოვა, განესაჯა და დაესაჯა დამნაშავე. მეფემ უმალ გამოიტანა განაჩენი, რომელიც სიმკაცრით ბევრად აღემატებოდა კანონის მოთხოვნას (2 მეფ. 12, 1-4). ასეთია ჩვენი დაცემული ბუნება! ჩვენი ცოდვ...
link
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზ...
იხილეთ სრულად
დამნაშავეთა განკითხვასა და დასჯას წინ განსჯა უნდა უძღოდეს. ეს დაავიწყდა მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინესაც, რომელმაც სიკვდილით დასაჯა თავისი კეთილშობილი, ყველასათვის საყვარელი ძე – კრისპოსი. კრისპოსს დედინაცვალმა იმავე მიზეზით დასწამა ცილი, რომლითაც იოსებს – ეგვიპტელმა ქალმა. ამის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდა, მეფე ღრმა მწუხარებას მიეცა, ტირილი და გლოვა დაიწყო, შეინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი და მოვალედ მიიჩნია თავი, რაკი უდანაშაულო მო...
link
პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდ...
იხილეთ სრულად
პეტეფრეს ცოლს შეუყვარდა იოსები და, რაკი საწადელს ვერ მიაღწია, ცილი დასწამა თავისი ქმრის წინაშე, პეტეფრემ, ისე რომ საქმე არ გამოუძიებია, იოსები საპყრობილეში ჩააგდო. თავისი საქციელი ამ ადამიანს იმდენად სწორი და სამართლიანი ეჩვენებოდა (ვინაიდან მიჩვეული იყო განუსჯელად მოქმედებას), რომ აზრადაც არ მოსვლია მისი შემოწმება მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც იოსები ციხეში იჯდა – ციხიდან იგი ღმრთის განგებით გათავისუფლდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის...
link
ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთ...
იხილეთ სრულად
ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და ყველგანმყოფი ღმერთი ამბობს: "გარდავიდე და ვიხილო" - მივიდე და ვნახო, მართლა ხდება თუ არა სოდომ და გომორაში ის დიდი უსჯულოებები, მე რომ მესმის. ამ სიტყვებში იგულისხმება: "არ მჯერა ხმების, მინდა საკუთარი თვალით დავრწმუნდე". ამავე სიტყვებშია ჩადებული დარიგება ჩვენთვის, რომ ადვილად არ ვენდოთ ცილისმწამებელს, არ ვიჩქაროთ მოყვასის განკითხვა, განსჯა და დასჯა; არ დავეშუროთ სიმკაცრესა და სისასტიკეს – ჯალათის ხელობას, ვიდრე ჩ...
link
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაი...
იხილეთ სრულად
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება.
link
კარგი გონებისათვის, სხვათა განსჯისას, ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა სიტყვის სიყვარული.
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თვში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებს...
იხილეთ სრულად
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თვში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებს ეკუთვნის და შეეცადე არ მიაქციო მათ ყურადღება.
link
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა გა...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!
link
რიდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი იმას, ვინც მას ამბობს, რათა სასარგებლო სწავლებას არ მოაკლდე.