მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიიჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუფლება.
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღას... იხილეთ სრულად
შვილო, ყურადღებით იყავი, რომ დიდი სიმდაბლე გქონდეს და მოძღვრის რჩევას დაემორჩილო. ყველა გიყვარდეს და შენს გულისსიტყვას არასოდეს დაუჯერო, არამედ ერთგულად მისდიე შენი მოძღვრის შეგონებებს.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღ... იხილეთ სრულად
მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.
ღმერთმა ევას უბრძანა, არ ეჭამა აკრძალული ნაყოფი. ევამ შეხედა ნაყოფს, ცოდვისგან იძლია, შეჭამა და მოკვდა ღვთისგან. მაშასადამე, იხილა და ცდუნდა. ის ტკბობის სურვილმა დაამარცხა, შინაგანი ბრძოლა ჰქონდა – თავისმოყვარებამ უბიძგა და გასინჯ... იხილეთ სრულად