მინდა, ახლა უფრო შეიყვარო ქრისტე, რაკი მასთან დაწინდვას დათანხმდი. ჩემო გოგონა, ნახე, როგორი სიყვარული გიჩვენა მან – ერიდან გამოგიყვანა და ახლა ერთ მყუდრო მონასტერში ლოცვითა და გალობით ცხოვრობ; რაც მთავარია, საუკუნო ცხოვრების დამკ...
იხილეთ სრულად
მინდა, ახლა უფრო შეიყვარო ქრისტე, რაკი მასთან დაწინდვას დათანხმდი. ჩემო გოგონა, ნახე, როგორი სიყვარული გიჩვენა მან – ერიდან გამოგიყვანა და ახლა ერთ მყუდრო მონასტერში ლოცვითა და გალობით ცხოვრობ; რაც მთავარია, საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებისა და ღვთის ანგელოზებთან ერთად გალობის იმედი გაქვს! განუწყვეტლივ მადლობდე ღმერთს, რომელმაც ამდენი კურთხევა სიყვარულით მოგმადლა.
მონაზვნობაზე მშვენიერი არაფერია, როცა ის ღირსი მამების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება. ვინც ნამდვილი სიხარული ჭარბად მოიპოვა, უფლისმიერ მხიარულობს ნეტარი სასოებით, რომ ღმერთთან ერთად საუკუნო ნეტარებასა და გამოუთქმელ სიხ...
იხილეთ სრულად
მონაზვნობაზე მშვენიერი არაფერია, როცა ის ღირსი მამების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება. ვინც ნამდვილი სიხარული ჭარბად მოიპოვა, უფლისმიერ მხიარულობს ნეტარი სასოებით, რომ ღმერთთან ერთად საუკუნო ნეტარებასა და გამოუთქმელ სიხარულში იცხოვრებს!
მთელი სულით გისურვებ, სახიერმა ღმერთმა უძლეველი საფარველით დაგიფაროს და როგორც უშეცდომო კომპასმა, შენი წმინდა დანიშნულების პოლუსამდე მიგიყვანოს. ეს კი იესოს ფერხთით მჯდომი წმინდა მარიამის მსგავსად, საკუთარი თავის ღვთისთვის მიძღვნა...
იხილეთ სრულად
მთელი სულით გისურვებ, სახიერმა ღმერთმა უძლეველი საფარველით დაგიფაროს და როგორც უშეცდომო კომპასმა, შენი წმინდა დანიშნულების პოლუსამდე მიგიყვანოს. ეს კი იესოს ფერხთით მჯდომი წმინდა მარიამის მსგავსად, საკუთარი თავის ღვთისთვის მიძღვნაა. და მაშინ მოისმენ მადლის სიტყვას, რომელიც შენს გულში ამეტყველდება.
ლოცვა ქრისტიანის მტკიცე იარაღია, განსაკუთრებით მონაზვნისა, ვინც ღვთიური მხედრობის მებრძოლის ტიტულს ატარებს და სოფლის, ხორცისა და ეშმაკის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლის სახელოვანი დროშა ფიცით აღუმართავს. უჩინარ გმირებად ვართ მოწოდებ...
იხილეთ სრულად
ლოცვა ქრისტიანის მტკიცე იარაღია, განსაკუთრებით მონაზვნისა, ვინც ღვთიური მხედრობის მებრძოლის ტიტულს ატარებს და სოფლის, ხორცისა და ეშმაკის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლის სახელოვანი დროშა ფიცით აღუმართავს. უჩინარ გმირებად ვართ მოწოდებულნი, ხილულნი მხოლოდ დაუძინებელი თვალისთვის, რომელსაც ღმერთი ჰქვია.
რაც უფრო უახლოვდება, განიცდის და ჭვრეტს თავისი სულის სიძეს მონაზონი, მით უფრო მშვენიერი ხდება მისი შინაგანი სამყარო. სულის თვალით ხედავს, სულიერი გრძნობით განიცდის და ამიტომ გრძნობს ასე კარგად თავს! ამაო და მაცდური სოფლის სიხარულს...
იხილეთ სრულად
რაც უფრო უახლოვდება, განიცდის და ჭვრეტს თავისი სულის სიძეს მონაზონი, მით უფრო მშვენიერი ხდება მისი შინაგანი სამყარო. სულის თვალით ხედავს, სულიერი გრძნობით განიცდის და ამიტომ გრძნობს ასე კარგად თავს! ამაო და მაცდური სოფლის სიხარულსა და სიამოვნებას გლოვობს, საწყალი ადამიანები ებრალება, რომლებიც ამას ემყარებიან, ამაზე არიან დამოკიდებულნი, ბოლოს კი უსაშველოდ გამწარდებიან.