სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის, სულიერი ჭვრეტისთვის არ გამოდგება, ასევე მას, ვინც მდიდრად ბრწყინავს სულიწმიდის მადლით, არ შეჰფერის მათზე თქვას რაიმე. რამეთუ პირველ შემთხვევაში ნათელი აზრების სიღარიბეს გონების უმეცრების წყვდიადით მოსავს, აქ კი მათი სიუხვით ღვთის სიყვარულით დამთვრალ სულს სურს უსიტყვოდ დატკბეს უფლის სიყვარულით. როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის

მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნენ. ამიტომ მახარებელი კი არ ამბობს: „შეეშინდა ფრიადო“, არამედ - „შეიყვარაო ფრიად“ (ლუკ. 7, 47) და შეძლო, რომ ბოროტი და უწმინდური სიყვარული საღმრთო და წმიდა სიყვარულით განედევნა. მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი

თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! მაგრამ განა იესო ქრისტე არ არის იმის ღირსი, რომ მისადმი სიყვარულის გამო შეუნდოთ მოყვასს, რომელმაც გული გატკინათ? თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! მაგრამ

ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე ;

ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს. უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე, ხოლო თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება, რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ, იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.

ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი, ანუ - ნებისმიერი ადამიანის და ამასთან ერთად, ღვთის სიყვარულიც არ შეუძლია (1 იოანე 4, 20); ასეთი არც ღმერთს უყვარს. ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი

ვისაც ქრისტე არ უყვარს, მას არ სწამს მისი; მაცხოვარი არ უყვარს მას, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს. ვისაც ქრისტე არ უყვარს, მას სწამს მისი;

თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დაანთხია თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის

თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს

გიყვარდეს ღმერთი თვით მასში და ყველა იმაში, რომლებიც მის სახეს საკუთარ თავში ატარებენ. გიყვარდეს ღმერთი თვით მასში და ყველა იმაში

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2