იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
ძალისაებრ იღვაწე, რათა შენს ბერს ტვირთი შეუმსუბუქო, რათა შემწეობა და მოთმინება გქონდეს გასაჭირში. საკუთარი გამოცდილებით შევიცანი, როგორ პასუხისმგებლობასა და ტვირთს იღებს მოძღვარი თავის თავზე და რარიგ იტანჯება, ვიდრე შექმნიდეს ერთ ... იხილეთ სრულად
მტკიცედ გეპყრას საჭურველი, რომელიც მიიღე და ძლიერად იღვაწე, მაგრად მოზიდე ისრები მტრის წინააღმდეგ, ერთ მიზანს უმზირე და მას სტყორცნე ისარი: იმას, რომ არასდროს ურჩო შენს სულიერ მამას. რადგან თუ ღმერთს დაამწუხრებ, შენი მოძღვარი გეყო... იხილეთ სრულად
ვაღიარებ გულწრფელად, მთელი სიმტკიცით, სრული შეგნებით, რომ არ არსებობს ხსნის სხვა გზა, თავისუფალი ყოველგვარი ხიბლისა თუ მტრის მოქმედებისაგან, გარდა მორჩილებისა. და თუკი ვინმეს სურს ცხონება და ტკბილი იესოს სწრაფი მოპოვება, მორჩილება... იხილეთ სრულად
მართლაც, ჭეშმარიტად დიდია მორჩილების საიდუმლოება. რადგან ტკბილმა ჩვენმა იესომ პირველმა დასახა გზა და ჩვენთვის მაგალითად იქცა, რამდენად მეტად გვმართებს მის კვალს მივსდიოთ! მეც ვინატრებდი, ჩემო შვილო, თქვენს შორის ყოფნას დ... იხილეთ სრულად
მისმინე, საულიც, რომელიც ღმერთმა ყველა ისრაიტელს შორის გამოარჩია და სცხო მეფედ, მას შემდეგ, რაც მან არ დაიმარხა სრული მორჩილება სამუელისა და საუკეთესო დააკავა მსხვერპლშეწირვისათვის, ღმერთმა შემუსრა. როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:... იხილეთ სრულად
ღმერთის ხილვა შეუძლებელია, თუ არა მეცნიერებით. ეს მეცნიერება ჭვრეტაა, ანუ როცა იცი, რომ ღმერთი შენს გვერდითაა და შენ ღმრთის შიგნით იქცევი და რასაც აკეთებ, ის ხედავს და ცდილობ, რაიმეთი არ დაამწუხრო, რადგან შიგნით და გარეთ ყველაფერს... იხილეთ სრულად
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმი... იხილეთ სრულად
უპირველეს ყოვლისა, ის, ვინც უფლისაგან მადლს ითხოვს, უნდა ითმენდეს განსაცდელებსა და გასაჭირს, როგორი სახითაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი. ხოლო თუკი განსაცდელის ჟამს ის აღშფოთებულია და არ იჩენს საკმარის მოთმინებას, მადლიც არ მოვა საკმარ... იხილეთ სრულად
მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს
გამოცდილება ქმედების მეშვეობით მოიპოვება დროთა განმავლობაში. მადლი კი იმიტომ იწოდება მადლად, რომ უსასყიდლოდ - საბოძვარით ეძლევა, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული და მიეცემა რწმენის სითბოს, სიმდაბლისა და კეთილი განზრახვის შესაბამისად