იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, ამონარიდები
ეშმაკს, როგორც დახელოვნებულ ბოროტმოქმედს, ბერისა და ძმების სიძულვილი მოაქვს, რათა სიყვარულის კავშირი დაარღვიოს. მას ზიზღი მოაქვს ყველა მართალთან, რათა მათ ლოცვა შეაწყვეტინოს. რადგან მრავალთა ლოცვა მას კრავს და ძალას აცლის. ამ... იხილეთ სრულად
... გამხნევდი, ჩემო შვილო, და აღდექი დაცემული. აღემართე. განურისხდი მაცთურს, იცოდე, რომ იგია მთელი ამ უკეთურების სულისჩამდგმელი. მაგრამ შენ ნება არ მისცე. ებრძოლე
ღვაწლისა და სისხლის დათხევის გარეშე ვნებათაგან განთავისუფლებას ნუ მოელი. დანაშაულის შემდეგ ჩვენი ნიადაგი ნარ-ეკალსა და ძეძვს აღმოაცენებს. ჩვენ განწმენდა გვემცნო, ოღონდ ვნებები დიდი ტკივილით, სისხლმდინარე ხელებითა და მრავალი სულთქმ... იხილეთ სრულად
მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით შემკული ძლევამოსილი სიცოცხლის ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფა... იხილეთ სრულად
განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ. მაშ ასე, მოთმინება იქონიე, რათა ყოველდღიურად შეიძინო ჯილდო, განსვენება და სიხარული ცათა სასუფეველში. რადგან ახლოვდება სიკვ... იხილეთ სრულად
განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ
ადამიანი მხოლოდ მაშინ დგას ფეხზე, როცა ღმრთის მადლი მოდის. სხვაგვარად, მადლის გარეშე, მუდამ ტორტმანობს და ეცემა. ასე რომ, გამხნევდი და ოდნავადაც კი არ შეშინდე
... შენ ზეცად აღსვლისთვის ხარ ხმობილი. რა გასაკვირია, ვინც გარბის, იმან წაიბორძიკოს კიდეც. მხოლოდ მოთმინება და სინანული უნდა იქონიოს ყოველ წამს. ამიტომ მუდამ სინანული გმართებს, როცა ცდები. დრო არ დაკარგო. რადგან, რამდენადაც ა... იხილეთ სრულად
თავს ძალა დაატანე ყოველგვარი სიკეთისათვის. და თუკი სიკეთის თანამუშაკნი მრავალჯერ დავეცემით ძირს, მაინც არ დავრჩეთ დაცემულნი. არამედ აღმდგართ დე შენდობა ვთხოვოთ ჩვენს მაცხოვარს. ის კი, რომელმაც თავის მოციქულს უბრძანა დღეში სამოცდაა... იხილეთ სრულად
მდაბალი ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ დგება, და დაცემა გამარჯვებად შეერაცხება. ამაყი კი ცოდვაში ჩავარდნისთანავე, სასოწარკვეთილებას ეძლევა, და გასასტიკებულს აღარ სურს წამოდგომა. სასოწარკვეთა სასიკვდილო ცოდვაა და სატანას ყველაზე მეტად ... იხილეთ სრულად