გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დრო და დრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთის...
იხილეთ სრულად
გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დრო და დრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო.
ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთებთ.
თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი.
თუ მე მხოლოდ პირადი ინტერესებით ვცხოვრობ, ესე იგი ჩემი სურვილების ტყვე ვარ; მაგრამ თუ შემწევს უნარი, გავცდე საკუთარი წარმოდგენების, ჩვეულებებისა და მოთხოვნილებების ფარგლებს, თუ შემიძლია აღვიქვა და განვიცადო სოციალური პრობლემები, თ...
იხილეთ სრულად
თუ მე მხოლოდ პირადი ინტერესებით ვცხოვრობ, ესე იგი ჩემი სურვილების ტყვე ვარ; მაგრამ თუ შემწევს უნარი, გავცდე საკუთარი წარმოდგენების, ჩვეულებებისა და მოთხოვნილებების ფარგლებს, თუ შემიძლია აღვიქვა და განვიცადო სოციალური პრობლემები, თუ ძალა შემწევს ვაღიარო სხვისი შრომის სირთულე, სიმძიმე და სარგებლობა, მაშინ განსჯა ჩემი და საქმე ჩემი იქნება ამ ჩაკეტილი წრის მიღმა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრი...
იხილეთ სრულად
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგი...
ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივ...
იხილეთ სრულად
ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივე ღვაწლის მტვირთველი იქნება დღეს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახიც.
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურები...
იხილეთ სრულად
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ.
ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წ...
იხილეთ სრულად
ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც თუ ჩვენ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც თუ ჩვენ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და დააარსა აქ პირველი ეკლესია, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართვ...