წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენ ყოველნი ვიქმნებით არა თუ ცხონებულნი და გამეფებულნი, არამედ მოზიარენი თვით ღვთაების არსებისა, გაღმერთებულნი, და ესე არა თუ მხოლოდ სულითა, არამედ თვით სხეულითაცა ჩვენითა. ასე ინება ღმერთმა. კაცის გონება როგორ წარმოიდგენდა ამას, გარნა თვით ღმერთმა საუკუნიდგან განიზრახა და დასდვა დასაბამი ამის აღსრულებისა, ოდეს საშოსა შინა ქალწულისასა თვით მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შეისხამს ჩვენსა, კაცობრივსა ხორცსა და მით ჩვენსა სხეულსა შეაერთებს ღვთიურსა არსებასა თვისსა. ჩვენ ყოველნი ვიქმნებით არა თუ ცხონებულნი და

ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ. გარნა შიშით და იძულებით არ გვაქნევინებს ჩვენ კეთილს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით. მას ჰსურს, რომ ჩვენი კეთილმნებებელობით ვიქმოდეთ ყოველსა კეთილსა საქმესა. მეორეს მხრით ღმერთს ეძაგება ყოველი ცუდი საქმე: სიცრუვე, უსამართლოება, ცოდვა. განა არ შეუძლია მას, რომ ცუდსა, უსჯულო კაცს მოუსპოს ყოველი საშუალება ცუდის საქმის აღსრულებად? გარნა ამას არ ნებულობს ღმერთი. რაკი ერთხელ ღმერთმან შეჰქმნა კაცი და მისცა თავისუფლება და ჭკუა, აღარ ნებულობს, რომ დაუშალოს მას თვისი ნებით და ჭკუით მოქმედება. ღმერთი მხოლოდ გვაცნობებს ჩვენ თვისსა ნებასა; მან შეგვატყობინა რა უყვარს მას და რა სძულს, გვაცნობა რა არის ჩვენთვის სასარგებლო და მავნებელი; რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ანუ გავარისხოთ; მოგვცა ღვთაებრივი სჯული განსანათლებელად ჩვენდა. შემწეობასაც აძლევს მადლითა თვისითა ყოველსა კაცსა, რომელი დაემორჩილება მისსა ნებასა და მოინდომებს სულის ცხონებასა. დანარჩენი ჩვენ უნდა ვქმნათ, ჩვენი კეთილითა ნებითა და სურვილითა. ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით

ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო ჭკუისა, გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს. ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ

მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდნენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღასრულებდნენ. შენც ასე მოიქეცი ძმაო. შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილს საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა ქრისტიანულად, წმიდად, პატიოსნად, უდიდესია და უკეთესი ყოველთა, და ამით შენ აღასრულებ თვით ღვთის ნებას. მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ

არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს შენ აღსრულებასა შენისა პატიოსნისა სურვილისასა. არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ

ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა. ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის

წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესი კერძო ლოცვისა არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს და სული უძრავად არის, ამისთვის ლოცვა შენი უფრო ხშირად რჩება უნაყოფოდ. წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ

პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ უიმისოდ არ ექმნება ფასი პირჯვრის დაწერას. შენ კი მარტო ხელს აქნევ და გონება დაფანტული გაქვს, იქით აქეთ იხედები, ხშირად ელაპარაკები მეზობლებს და ისე პირჯვარს იწერ. პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი

ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს და იგი აღასრულო უბეჯითესად. ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის

სმენა ღვთის სიტყვისა, საღმრთო სჯულის სმენა და აღსრულება, უდიდესი და უსაჭიროესი საქმე არის, ვიდრე ჭამა და სმა და ყოველი ქვეყნიური, ხორციელი საქმე. და არა თუ უდიდესია, არამედ მარტო იგი არის სახმარ და სასარგებლო კაცისათვის. სმენა ღვთის სიტყვისა, საღმრთო სჯულის და

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1