ბერმა თვითონ დაუსვა შეკითხვები მრევლს იყო ორი მეგობარი, ერთს ჰქონდა სინანული, მეორეს - არა. რომელსაც სინანული არ ჰქონდა, ადგა და მივიდა აღსარებაზე, რომლის მოქმედება სჯობს? - რომელსაც სინანული ჰქონდა.
არა. რომელიც აღსარებაზე მივიდა, იმის მოქმედება სჯობს. ის მიენდო უფალს და არა თავისთავს. აღსარება და ზიარება იმხელა საიდუმლოა, ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება. ეს არის ღვთისაგან ბოძებული უდიდესი მადლი დედამიწაზე.
გულით სინანულია, როდესაც ცოდვას აღსარებაში იტყვი და შენდობის შემდეგ აღარ გაიმეორებ. ე.ი. შეიზიზღე ცოდვა. გულით სინანულის დროს შეიძლება საერთოდ არ წამოგივიდეს ცრემლები. ეს უფრო მეტია, ვიდრე ცრემლად იღვრებოდე და შემდეგ ისევ გაიმეორო იგივე ცოდვა. თუ გულით სინანულს ცრემლებიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. ცრემლი საერთოდ წმენდს ცოდვებს. ოღონდ ის ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს. უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა. ყველაფერი უნდა ითქვას აღსარებაში
მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილებისათვის გამზადებულია მარადიული ტანჯვა-წამება, ისინი მშვიდად სცოდავენ, ვინაიდან თვლიან, რომ ყოველივე ეს გამონაგონია. და ეს იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, თითქოს ცოდვისგან თავის გამოხსნა ძალიან ადვილი და მარტივი იყოს. - საკმარისია, მხოლოდ მღვდელს მოუთხრო და რაიმე ეპიტიმია აღასრულო. როგორც კი ამას წარმოიდგენენ, თავს ისევ მშვიდად გრძნობენ და საერთოდ არ ზრუნავენ თავიანთ ცოდვებზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სინანული ჯერ კიდევ ადრეა.
არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის მადლი - ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ, და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე
952. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“ (მათ. 3.8)?
სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების დატევებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ ითქვა: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“. როგორ შევძლებთ ამას? ცოდვის საპირისპირო საქმეების კეთებით. თუ სხვისი მიგიტაცებია ოდესმე რამე, თავისი მიეცი და შენიც ზედ დაუმატე. დიდხანს მრუშობდი? საკუთარ ცოლთანაც შეიკავე თავი დადგენილ დღეებში. თუ ვინმეს სცემე ან შეურაცხყავი, დღეიდან დალოცე და კეთილი უყავ ყველას, ვინც გცემს ან შეურაცხგყოფს, რამეთუ ჩვენი განკურნებისათვის ჭრილობიდან ისრის ამოღება არ კმარა, სალბუნიც უნდა დავადოთ ზედ. თუ უწინ კარგი ჭამა და ღვინის სმა გიყვარდა, ახლა მარხვა შეინახე და წყალი სვი. თუ სხვისი ცოლისთვის ბილწი თვალით შეგიხედავს, ახლა ეცადე, რომ საერთოდ არ შეხედო ქალს სახეში, რამეთუ ითქვა: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33.15).
933. როცა ადამიანმა ფიცი დადო, რომ ვინმეს ბოროტს გაუკეთებდა, უნდა შეასრულოს იგი, თუ უმჯობესია გატეხოს?
ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს. ჰეროდეს არაფერი არგო ფიცის დაცვამ: იგი წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.
872. რა შეიძლება მსხვერპლად შესწიროს ღმერთს ცოდვებით დაცემულმა ადამიანმა?
დავითმა, მრუშობისა და მკვლელობის ცოდვით რომ დაეცა, სხვა ვერანაირი მსხვერპლი იპოვა ღვთისათვის სათნო, გარდა ერთისა – „სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული“.