ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სწავლა პგ. თავი კჱ. კეთილად ხმარებისათვის სიმდიდრისა

საყვარელნო! ნუმცა ნუმცა უკვე ვიქმთ უღირს საქმეთა ჩვენისა ამის სახელისათა, რომელთა ესე ქრისტესად გვეწოდების, რამეთუ პავლე ესრეთ გვიწოდა, ვითარმედ: "თქვენ ქრისტესნი ხართ". გულის-ხმა-ვჰყოთ, საყვარელნო, სახელისა ამის სიმაღლე, რამეთუ, უკეთუ ვისმე მეფისად ანუ ერის თავისად ეწოდებოდეს, დიდად აქვს პატივად, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოსისა, არცა მღავარ-ანგელოსისა ანუ ხერუვიმისა, არამედ თავადისა, ყოველთა მეუფისა ღვთისა, არა დავსდვათ სული ჩვენი სიკვდილად, რათა არა შეურაცხად გამოსჩნდეს ჩვენი ესე სახელი?! არა ჰხედავთა მხედართა მათ გარემოს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქვს? ხოლო ჩვენ ღირს ქმნულ ვართ მახლობელ ღვთისა ყოფად, არა ვითარცა იგინი მეფისა, არამედ ვითარცა გვამი მახლობელ არს თავისა, და არა ყოვლით კერძო ჯერ არსა მოსწრაფება, რათა მსგავს ქრისტესსა ვიქმნნეთ? ხოლო უკეთუ ქრისტეს ბაძუაი გვნებავს, ისმინეთ რასა იტყვის იგი, ვითარმედ: "მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს". რამეთუ ჯერ იყო ჩვენდაცა ესრეთ ყოფაი. არამედ რათა ესე დავუტეოთ თქვენისა უძლურებისათვის, და ვითხოვო თქვენგან მსუბუქი საქმე, რათა არა ესრეთ ფრიად მოყვარე იყვნეთ საფასეთა მაგათ, და, ვითარცა უძლურებისა თქვენისათვის, სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქვენგან, ეგრეთვე თქვენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა, და ნუ მონა მონაგებთა თქვენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იყვენით. რამეთუ სახმარ ამისთვის ეწოდების საფასეთა, რათა ვიხმარებდეთ და არა ვმარხვიდეთ. რამეთუ დამარხვა მნისა (მოხელე მონის საქმე) არს, ხოლო ხმარება უფლისა. არა თუ ამისთვის მოგვეცნეს საფასენი, რათა დავფლათ ქვეყანასა შინა, არამედ, რათა განუყოთ, რომელთა უხმდეს. და უკეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაი ოქროსა, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქვეყანისათა, ხოლო მოგვცა იგი, რათა ურთიერთარს მივსცემდეთ. უკეთუ კულა ვმარხვიდეთ ოქროსა, არღარა უფალ მისა ვართ, არამედ მონა. და უკეთუ ამისთვის ვჰმარხავ, რათა განმრავლდეს, იხილე, რამეთუ რამეთუ ვაჭარნიცა განაბნევენ ოქროსა, რათა უმეტესი შემოიკრიბონ, და ნავად შევლენ და შორთა ქვეყანათა წარვლენ, რათა განაბნიონ ოქრო მათი და უმეტესი შეიძინონ. და მუშაკნიცა განაბნევენ იფქლსა (ხორბალსა) მიწასა შინა, რათა მრავლად მოიღონ, და შვრებიან მას ზედა მრავალ-ჟამ. ხოლო შენდა, ძმაო, არცა ნავი სახმარ არს, რათა უცხოთა ქვეყანათა წარხვიდე, არცა შეუღლება ხართა, მოხვნად ქვეყანისა, არცა ზრუნვად წვიმისათვის, ანუ შიში სეტყვისა, გინა აღძვრისა ზღვისა, ანუ შიში კლდეთაგან ზღვისათა, არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უხმს, რათა განაბნიო საფასე შენი ხელთა შინა გლახაკთასა და სხვა ყოველივე მან მუშაკმან ჰქმნას, რომლისათვის იტყვის ქრისტე, ვითარმედ: "მამა ჩემი მუშაკი არს". ვითარ უკვე არა ბოროტ არს, უკეთუ, სადა ესრეთ უშრომელად მოგვეცემის ყოველივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა იგი ფრიადი არს შრომა და ზრუნვაი, და უცნაურ არს, თუ ჰქმნას ანუ არა და მუნ ყოველსა მოსწრაფებასა ვაჩვენებთ? ნუ, გევედრები, საყვარელნო, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩვენისა ცხოვნებისათვის. არამედ სადა ესე შრომა არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რათა საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი საყვარელნო! ნუმცა უკვე ვიქმთ უღირს საქმეთა

ისევე როგორც თავდაპირველად, კვინობთა განაწესის შესახებ სიტყვის შეწყობისას, ამჯერადაც თქვენს ლოცვებს მინდობილნი შევუდექით ბოროტების რვა გულისზრახვის შესახებ წერას. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდმედიდობა და ამპარტავნება. უპირველესად მუცლის დაოკების შესახებ ვიტყვით, რითაც ვუპირისპირდებით ნაყროვანებას. კერძოდ, საუბარი გვექნება მარხვათა სახეობისა და საჭმელთა რაგვარობა–რაოდენობის შესახებ. ამ ყოველივეს ჩვენ თვითონ როდი ვამბობთ, არამედ – წმინდა მამებისგან რაც მიღებული გვაქვს, თუმცა მათ არც მარხვის ერთი კანონი, არც საჭმლის მიღების ერთი წესი, არცთუ ერთი და იგივე ზომა გადმოუციათ, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვაა ყველა ჩვენგანის შემძლეობა, ისევე როგორც ასაკი, უძლურება თუ უფრო ფაქიზი აღნაგობა სხეულისა; მიუხედავად ამისა, მათ ერთი მიზანდასახულობა გადმოგვცეს ყველას: გავერიდოთ დანაყრებულობას და უარვყოთ მუცლის სიმაძღრე. ხსენებულმა მამებმა უფრო სასარგებლოდ და განწმენდისათვის უფრო ხელშემწყობად მიიჩნიეს დღიური მარხვა, ვიდრე სამდღიანი, ოთხდღიანი და კიდევ შვიდეულამდე გახანგრძლივებული მარხვები, რადგან, ამბობენ, – ვინც უზომოდ ახანგრძლივებს მარხვას, ხშირად ზომაზე მეტად ეტანება შემდეგ საჭმელს, რის გამოც სხეული ზოგჯერ მეტისმეტი უჭმელობით მოუძლურდება და სულიერ მსახურებათა მიმართ უფრო მცონარე ხდება, ზოგჯერ კი იგი, საჭმელთა სიუხვით დამძიმებული, მოწყინებასა და მოშვებულობას შთაუნერგავს სულს. და კიდევ, ასეც ისაზრეს მათ, რომ ყველასთვის შესარგები არაა ბოსტნეულის მიღება, არცთუ პარკოსნებისა; ამასთან, ყველას არც შეუძლია ხმელი პურის ჭამა. თქვეს ისიც, რომ ზოგი ორი საწყაო (დაახ. 325 გრ) პურის ჭამის შემდეგაც კვლავ მშიერია, ზოგი კი, ერთ საწყაოს რომ შეჭამს ანდა ექვს უნციას (დაახ. 27 გრ), დანაყრებულია. როგორც აღვნიშნეთ, ერთი საზღვარი, რაც ყველას დაუდგინეს მათ, ესაა თავშეკავება, კერძოდ ის, რომ მუცლის სიმაძღემ არ შეგვაცდინოს (იგავ. 24.15), არ წარგვიტაცოს პირის გემომ, რადგან არათუ მარტოოდენ საჭმელთა სახეობის ნაირგვარობას, არამედ სიუხვის ოდენობასაც სჩვევია სიძვის ცეცხლოვანი ისრების ანთება. მართლაც, რა საჭმლითაც არ უნდა აივსოს მუცელი, გარყვნილების თესლს შობს იგი. ასევე, არა მხოლოდ ღვინისგან გაბრუებულობას სჩვევია გონების თრობა, არამედ წყლის სიჭარბეც და ყოველგვარი საჭმლის ზედმეტობაც გრძნობადაკარგულსა და მთვლემარეს ხდის მას. თუნდაც სოდომელებისთვის, არათუ ღვინითა და მრავალგვარი საჭმლით გაბრუებულობა გახდა დაღუპვის მიზეზი, არამედ პურის სიჭარბე, თანახმად წინასწარმეტველისა (ეზეკ. 16.49). ამასთან, არც სხეულის უძლურება უქმნის წინააღმდეგობას გულის განწმენდლობას, როდესაც ამგვარ სხეულს უძლურების მოთხოვნილებისამებრ ვაკმაყოფილებთ (თუმცა არა გემოთმოყვარეობის ნებასურვილისამებრ). საჭმელთა მოხმარება მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს სიცოცხლისათვის არის საჭირო და არა იმდენად, რომ გულისთქმის ვნებებს ვემონებოდეთ. თანაშეზომილი და გონივრული მიღება საჭმლისა სხეულის სიმრთელესაც განაპირობებს და, ამასთან, არც მის სიწმინდეს აღხოცავს. მამათაგან გადმოცემული საზღვარი თავშეკავებისა და ზედმიწევნითი კანონი შემდეგია: რაიმე საჭმლის მიმღები მანამდე უნდა განეშოროს ჭამას, სანამ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს მას ნდომა, და ნუ დაელოდება იგი სიმაძღეს. როდესაც მოციქულმა თქვა: „ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით“ (რომ. 13.14), არათუ სიცოცხლისთვის აუცილებელი მზრუნველობა დააბრკოლა ამით, არამედ გემოთმოყვარეობითი გულმოდგინება აკრძალა. ასე რომ, სულის სრულ სიწმინდეს მხოლოდ საჭმელთაგან თავშეკავება როდი ხდის შესაძლებელს, არამედ სხვა სათნოებანიც უნდა თანხვდებოდნენ მას. მართლაც, თავმდაბლობა საქმისადმი მორჩილებისა და სხეულის დამაშვრალობის გზით დიდად შეგვეწევა ჩვენ. ასევე, ვერცხლისმოყვარეობისგან თავშეკავება, – ესე იგი არა მხოლოდ ფულის არქონა, არამედ მისი მოპოვების არნდომაც, – სულის სიწმინდისაკენ მიგიძღვის. თავშეკავება მრისხანებისგან, მწუხარებისგან, ცუდმედიდობისგან, ამპარტავნებისგან, – ყოველივე ეს სულის მთლიან სიწმინდეს მოგვიმუშაკებს, ხოლო გონებამრთელობის გზით სულის ნაწილობრივ სიწმინდეს გამორჩეულად წარმატებულ–ჰყოფს თავშეკავება და მარხვა, რადგან შეუძლებელია, რომ მუცელნაყროვანი გონებით შეებრძოლოს სიძვის სულს. ამიტომ, ჩვენი პირველი შერკინება მიმართული უნდა იყოს მუცლის პყრობისა და სხეულის დამონებისკენ, თუმცა არა მხოლოდ მარხვის მიერ, არამედ, აგრეთვე, მღვიძარების, შრომა–ჯაფის, კითხვის, გეჰენიის საშიშროების წინაშე გულის შემოკრების და ცათა სასუფევლისადმი გულისთქმის გზით. ისევე როგორც თავდაპირველად, კვინობთა


სწავლა კგ. თავი ჱ. მოწყალებისათვის

საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ "ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა", რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულის-ხმა-ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა სანთლისა ნაელსა მზისა ბრწყინვალება უმჯობეს არს; ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზისა ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს? ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან.
ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შვენიერთათვის ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ არსა? სრულიად ხორცნიცა ჩვენნი მოვაკვდინნეთ და წარვსწყმიდნეთ, რათა საუკუნესა მას მოვიგოთ საყოფელი დიდებული, სადა იგი ნათელი თვალთშეუდგამი არს. რამეთუ აქა ჭირი გვიხმს და შფოთნი, სასჯელნი და შურნი სხვათათანა, ხოლო მუნ არა რაი არს ესევითარი: არცა შური, არცა ჰხდომა, არცა სასჯელი საზღვართათვის და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭველად დატოვება თანა გვაძს. ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს და ესე ყოველი წარხდეს. ხოლო იგი დაუძველებელ არს და ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს. ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაი, ვითარცა მან ქვრივმან ჰქმნა. ამისთვის მწუხარე ვარ, რომელ, ესოდენი კეთილნი ჩვენდა წინამდებარე არიან და, ჩვენ ესრეთ უდებ ვართ. და რათამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენნეთ მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გვნებავს, რათამცა მცირე საყოფელი მოვიგეთ, რამეთუ სადა გიყვარს ყოფაი შენ სოფელსა ამას - ქალაქსა სამეფოსა, ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიესა ყოფაი? ხოლო მე წარგიყვანო შენ ქალაქად, რომლისა ხელოვანი და აღმაშენებელი ღმერთია მუნ! გევედრები, საყვარელო, რათა აღიშენო საყოფელი მცირედი საფასითა და მცირედითა შრომითა სახლისა მის, რომლითა გლახაკთა ხელნი აღაშენებენ და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისა ყოველივე ცუდ არს და ამაო, და საქმე უგულისხმოებისა. მითხარ-ღა, უკეთუმცა ვინ ქვეყანასა სპარსეთსა მიგიყვანა ხილვად ქვეყანისა მის, და მასვე ჟამსა მოქცევად, და მერმეცა გეტყოდა მუნ აღშენებად სახლთა და ტაძართა დიდთა? არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოსა წარსაგებელისა ყოფასა გაწვევს? ვითარ უკვე აქა იქმ, სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსვლად ხარ ამიერ? ნუ იტყვი, თუ შვილთა დავუტეო, არამედ მათცა დატევებაი თანა აძსთ ყოვლისავე მცირედისა შემდგომად შენსა. და ნუ უკვე უწინარეს შენსაცა დაუტეობ, და არს ესე ყოველი შრომა ცუდი. ხოლო მუნ ესე ვითარი არა რაი არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები იგი, რომელნი იგი მოიგოს: მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მის მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უხმან, რამეთუ, რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედი საქმისა, რადღა სახმარ არს ზრუნვაი და ჭირი? ღმერთი ყოველსა საფასესა შენსა, რომელი მისცე გლახაკთა, აღიხვამს და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკვირველი, არამედ უფროსად ესეცა, რომელი ესე ვითართა აღგიშენებს, ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ხელოვანი არს კეთილი და ფრიად ეწყალვი შენ. და უკეთუ გლახაკი იყო და აღიშენებდე შენ სახლსა მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხვათა მიერ შური, რამეთუ არავინ ხედავს მას, მოშურნეთაგანი, არამედ ანგელოსნი ჰხედავენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი, და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი პეტრე და პავლე, და იოანე, და მსგავსნი მათნი წინასწარ-მეტყველნი, მოწამენი, ანგელოსნი, მთავარ-ანგელოსნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი, და რომელნი მოწყალებისა მიერ განბრწყინდნენ. ამისთვის გევედრები, ჰოი ძმანო საყვარელნო, წარვაგოთ ჩვენ ყოველივე გლახაკთა ზედა, რათა ესე ვითარნი იგი საყოფელნი ვჰპოვნეთ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის ყოველი დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ ვიდრემდის


სწავლა ლვ. ქრისტეს მცნებათა დამარხვისათვის

ქრისტესა მეუფესა ბაძვიდეთ, საყვარელნო, რომელმან არა თუ ოდენ მოითმინა ყვედრებანი ურიათაგან, არამედ ბევრეულნი კეთილნი უყვნა მათ, რომელნი იგი აგინებდეს მას და ეძიებდეს მოკლვად. და რად ვიტყვი თუ კეთილი უყო, რამეთუ სულიცა თვისი დასდვა მათთვის და ჯვარს აცვეს რა, მათთვის მამასა ევედრებოდა? ჩვენცა უკვე, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მას, რამეთუ ესე არს, ქრისტეს მცნებისა აღსრულება. და მოწაფე ყოფა მისი, რათა კაცი მშვიდ იყოს და მდაბალ. ხოლო სიმშვიდე ვითარ მოვიგოთ, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა არა ვიხსენებდეთ და ვიგლოვდეთ და ვსტიროდეთ? რამეთუ სადა გლოვა იყოს, მუნ მრისხანება ვერ დაიმკვიდრებს, სადა შემუსვრილება გულისა არს, მუნ გულფიცხელობა არა იპოვების. რამეთუ რაჟამს გონება იტანჯებოდინ გლოვისა მიერ და ყოვლადვე ვერ შემძლებელ არნ განრისხებად, არამედ ქვედადრეკილი იგლოვნ და სტირნ. რამეთუ ტირილისაცა არს საწუთო ესე და გლოვისა. ვინათგან მრავალთა მიერ შებღალულ ვართ საქმითცა და სიტყვით, რომელთათვის მიგველის გეენიაი ცეცხლისა და განვრდომა სასუფეველისაგან, რომელი ესე უბოროტეს არს ყოვლისავე და ვინაითგან ესე ესრეთ არს, ვითარ იკადრებ შენ სიცილსა და განცხრომასა, რომელსა ეგე რისხვა მეუფისა გესმის და სდგა ყდებებით და არ სძრწი? არა გესმისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: "მას დღესა ჰრქვას მეუფემან მარცხენითთა, წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი..." და შემდეგი ამისი?!
ისმინე იგავი ქალწულთა მათ, ვითარ განვარდეს სასძლოსა მისგან? ვინათგან ზეთი წყალობისა არა აქვნდა. ისმინე წინასწარ-მეტყველისა, ვითარ იტყვის: "შემიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა?" რამეთუ ეგრეთვე ჩვენ თანაგვაძს მოწყალება მოყვსისა, ვითარცა, ჩვენ ვითხოვთ ღვთისა მიერ. რამეთუ მოწყალება კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩვენისა მივსცემდეთ. და უკეთუ კულა ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა ვუწყი, თუ ვითარი წყალობა ჰპოვოს მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველთაგან. რამეთუ ქალწულთა მათ ესოდენთა შრომათა და მოღვაწებათა შემდგომად არარაი ჰპოვეს ნუგეშინისცემაი, რაი ვჰყოთ ჩვენ საწყალობელთა ამათ, რაჟამს ესრეთ გვაყვედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: "მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი, და რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთგანსა, არცა მე მიყავთ". რამეთუ ყოველივე კაცი გინა დიდი იყოს, გინა მცირე-ოდენ მორწმუნე იყოს და არა ვჰყოთ მის თანა წყალობაი?! ესე სიტყვა გვესმას ჩვენ, ძმანო, რაისა ძნელსა ეძიებს ჩვენგან მეუფე, და არა იტყვის, თუ უძლურ ვიყავ და არა აღმადგინე, არამედ არა მიხილეო. არა იტყვის, თუ საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ, არამედ არა მოხვედით ჩემდამო. რაზომცა უკვე მსუბუქ არიან მცნებანი ესე ქრისტესნი, ესე ზომცა მძიმე არიან სატანჯველნი მათთვის, უკეთუ არა აღვასრულნეთ. რამეთუ რაი არს უადვილეს საპყრობილესა მისვლისა, ანუ უმჯობეს, სადაცა იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიერნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი? დაღაცათუ ქვაი იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რა საქმენი კაცობრივნი, და საუკუნოცა სატანჯველნი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულის-წყრომაი, და გულის-ხმა ჰყო, ვითარმედ, უკეთუ კაცთა მიერ ესე ვითარნი შიშნი და ტანჯვანი და სასჯელნი არიან, რაიმე ყოფად არს წინაშე ღვთისა დღესა მას განკითხვისასა? ამისთვისცა ბრძენი იგი იტყოდა: "კეთილ არს შესვლა სახლსა გლოვისასა, ვიდრე სახლსა სიხარულისასა". გევედრები, საყვარელნო ძმანო, დავიმარხნეთ მცნებანი ქრისტესნი და აღვასრულნეთ იგინი მიხედვითა სნეულთა და შესვლად საპყრობილესა, რათა გვესმას ხმა იგი სანატრელი, ვითარმედ: "კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნოო, შევედ სიხარულს უფლისა შენისასა", რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი ქრისტესა მეუფესა ბაძვიდეთ, საყვარელნო


მთავარანგელოზ მიქაელის სასწაული კოლასში, იგივე ხონში

ფრიგიდიის კოლასში, იერაპოლის მახლობლად იყო მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, აშენებული წყაროზე, რომლის სასწაულებრივი ძალაც ყოველი მხრიდან უამრავ ხალხს იზიდავდა. ყველა, ვინც მას იხმევდა ანდა მასში განიბანებოდა, სნეულებათაგან იკურნებოდა; ურწმუნონი საკუთარ თავზე ზეციური ძლიერების გამოცდისას წმიდა ნათლისღებას იღებდნენ. გასასტიკებული წარმართები მძვინვარებისგან კბილებს აღრჭიალებდნენ.
მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ამ ეკლესიასა და წყაროსთან ერთი ღვთისმოშიში არქიპე ცხოვრობდა. მან საკუთარი გული და გონება მთლიანად უფალს მიუძღვნა და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საყოველთაო ცხონებაზე ზრუნავდა: ურწმუნოებს ჭეშმარიტების გზაზე განსწავლიდა და მათ ცხოველსმყოფელი წყაროს ტალღებში ნათლავდა.
ვის არ შეარიგებდა ზეცასთან მისი სახარებისეულად მჭევრმეტყველი ბაგეები, რომლებიც ზეციურ ძალთა მხედარს იყვნენ მინდობილნი? მაგრამ კერპთაყვანისმცემლები სასწაულთმოქმედი წყაროს გასაფუჭებლად ყველა საშუალებას იყენებდნენ; რამდენიმე ამაო თავდასხმის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ეშმაკმა მათ გულებში ასეთი რჩევა ჩათესა:
წმიდა ადგილის შორიახლოს ორი მდინარე მოედინებოდა, ლიკოპარეპი და კუფოსი. როდესაც ერთ მთას მიაღწევდნენ, ერთ კალაპოტში ერთიანდებოდნენ. რადგანაც ამ მდინარის მდებარეობა ეკლესიისაზე გარკვეულწილად მაღალი იყო, უწმინდურებს ეკლესიის დატბორვა და წყაროს წალეკვა არ გასჭირვებიათ. ისინი მრავალრიცხოვანნი მოგროვდნენ და დაიწყეს თხრილის გათხრა - ერთი ძალზე დიდი, მიწაში ღრმად ჩაზრდილი ქვიდან, რომელიც ტაძრის საკურთხევლის მახლობლად მდებარეობდა. იმავდროულად, წმიდა არქიფო განუწყვეტლივ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რათა მტრების მიერ სიწმიდეთა შეურაცხყოფა არ დაეშვა.
მათ ბოროტგანზრახულ შრომაში 10 დღე გვიდა; ხმელეთის სამი სტადიიდან დარჩა ძალზე ვიწრო ყელი, რომლის ჩარეცხვაც ჩქარ წყალს რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. ელინნი მაღალ ადგილას იდგნენ, რათა ტაძრისა და წყაროს შემუსრვა დაენახათ.
ღამის სამი საათისთვის უეცრად წყალი ახმაურდა და ტაძრისკენ საშინელი სიჩქარით გაექანა... წმიდა აქრიფო მუხლებზე დაეცა და წამოიძახა:
-"აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი, აღსდგეს მდინარენი სლვასა თვისსა. ხმითა წყალთა მრავალთაითა საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი; საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად; სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძეთა შინა დღეთასა" (ფსალმ. 92, 3-5).
იმავე წამს მოსაგრეს მოესმა ხმა, რომელმაც ტაძრიდან გასვლა უბრძანა: ის დაემორჩილა და დაინახა მთავარანგელოზი ადამიანის სახით, მაგრამ ზეციური დიდებით. შეშინებული ბერი მიწაზე დაემხო.
-აღსდეგ და იხილე ძალა ღვთისა ამ წყლებში, - უთხრა მიქაელ მთავარანგელოზმა. წმიდა მამამ მეყსეულად დაინახა მიწიდან ზეცამდე ამავალი ცეცხლის სვეტი. როგორც კი წყლები ტაძარს მიუახლოვდნენ, მთავარანგელოზმა მათ ჯვარი გადასახა და მაღლა აზიდული წყლები შეჩერდა. მთავარანგელოზი საკურთხევლის ახლოს მდებარე ქვას მიუბრუნდა და თავისი კვერთხი ჯვრის სახით გადაარტყა. უეცრად დაიქუხა, მიწა შეირყა, ქვა გაიპოდა უფსკრულმა პირი დააღო.
-ჩადით ამ წყვდიადში, - წამოიძახა მთავარანგელოზმა მიქაელმა და მთელი ეს წყლები ხმაურით გადაეშვნენ ქვის ნაპრალში. ამ სასწაულის მხედვარე ელინები შიშისგან გაქვავდნენ; უხორცო ძალთა მხედართმთავარი კი ზეცად ამაღლდა.
ქრისტიანები რწმენის მტრებზე გამარჯვებით ხარობდნენ და ეს დღე დღესასწაულად დაადგინეს. ადგილს, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, ეწოდა ხონი, ანუ ჩაძირვა, რამეთუ წყალი ჩაეფლო ქვაში, მდინარეები - ლიკოპაპერი და კუფოსი მას შემდეგ იმ ნაპრალში მიედინებიან ფრიგიდიის კოლასში, იერაპოლის მახლობლად იყო

წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სტანჯავს აზრი, თითქოს მთელმა ქვეყნიერებამ მისთვის მოიცალა, როგორ უნდა განდევნოს ის?
ეს აზრი ბოროტისაგან არის, რომელიც ცდილობს, ადამიანი სულიერად დაასნეულოს. ამგვარი აზრის მიმართ განურჩევლობა უნდა შევინარჩუნოთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მასზე მინდობა ერთი წუთითაც კი არ შეიძლება. მაგალითად, ეჭვიანი კაცი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ნაცნობი ერთმანეთში ჩეს აზრი ბოროტისაგან არის, რომელიც ცდილობს, ადამიანი სულიერად დაასნეულოს. ამგვარი აზრის მიმართ განურჩევლობა უნდა შევინარჩუნოთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მასზე მინდობა ერთი წუთითაც კი არ შეიძლება. მაგალითად, ეჭვიანი კაცი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ნაცნობი ერთმანეთში უმად საუბრობს, იფიქრებს: "ჩანს, ისინი თავიდან ფეხებამდე მჩხრეკენ, მათგან ამას არ მოველოდი"! ის ადამიანები კი სინამდვილეში სულ სხვა რამეზე საუბრობენ. თუ ამგვარ აზრებს თავისუფლებას მივანიჭებთ, ისინი უფრო და უფრო გაძლიერდებიან და ადამიანი იქამდე მივა, რომ იმასაც იფიქრებს, რომ თითქოს მას უთვალთვალებენ და დევნიან. ვინმეს კიდეც რომ ჰქონდეს "უეჭველი მტკიცებულება" იმასთან დაკავშირებით, რომ გარშემომყოფნი მხოლოდ მისით არიან დაკავებულნი, მან უნდა იცოდეს, რომ ეს "ფაქტები" მაგიდაზე ეშმაკურად შემოუდგა ვიღაცამ და ეს "ვიღაცა" მტრის გრდა სხვა არავინაა. რადგანაც ის ცდილობს, რომ ადამიანი მისგან ჩაგონებული აზრის სიმართლეში დაარწმუნოს. რაოდენ მზაკვარი რეჟისორია ეშმაკი!

ერთ ახალგაზრდას ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ გონიერია, საკუთარი თავი დააჯერა, რომ თითქოს თვითონ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყოს. ეშმაკის მიერ მიწოდებული აზრების შეწყნარებით ამ ახალგაზრდამ საკუთარ თავს კომპლექსების მთელი რიგი შეუქმნა. მან თვითმკვლელობა სცადა, საშინლად გატანჯა მშობლები, ღმერთმა მას ძალები და შესაძლებლობები მისცა, ეშმაკმა კი ეს ყველაფერი უსარგებლოდ უქცია. ასე იტანჯება ის ყმაწვილი და ტანჯავს სხვებსაც. არანაირად არ შემიძლია ამის გაგება: რისთვის იწყნარებენ ადამიანები ეშმაკის ზრახვებს და გაუსაძლისს ხდიან საკუთარ ცხოვრებას?! მერე კი ღმერთს ადანაშაულებენ იმაში, რაც მათ თავს ხდება. მას კი ჩვენ ესოდენ ძლიერად ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე! ასეთ ადამიანს, რაც გინდა უთხარი, ვერაფერს შეასმენ. ვიდრე თვითონ არ მივა იქამდე, რომ არად აგდებდეს საკუთარ აზრებს, რომელსაც მას მტერი უგზავნის, ყოველგვარი საუბარი მასთან ტყუილუბრალო შრომა იქნება და მეტი არაფერი.
ეს აზრი ბოროტისაგან არის, რომელიც ცდილობს


სწავლა დ. ეკლესიასა შინა ლოცვისათვის

საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი დღედ, რათა შეკრბებოდეთ ეკკლესიასა შინა ლოცვად და სმენად საღმრთოთა სიტყვათა და მე გაუწყებ თქვენ ნებასა ღვთისასა, რომლისა მყოფელნი სცხონდეთ, ხოლო უკეთუ ვინ წიგნსა სამეფოსა ანუ სამთავროსა მოიღებდეს ხელ ქვეშეთა მისთა მოქალაქეთა და იგინი არა გამოეძიებენ ცხოვრებასა მომღებელისასა, თუ მდიდარი არს ანუ გლახაკი, მართალი ანუ ცოდვილი, არამედ აღმოიკითხვის რა იგი, ყოველნი ისმენენ კეთილად; უკეთუმცა ვერა ისმინოს რაიმე ვინმე, მსმენელსა ჰკითხავნ. ხოლო უკეთუ ქვეყნისა მთავრისა ესე ვითარი შიში არს თქვენ-ზედა, რაოდენ უფროს აქა ეკკლესიასა შინა? თვინიერ ცილობისა ჯერ არს სმენად თქვენდა, სადა შემოქმედისა ცათასა ძალსა გაზრახებთ (გაუწყებთ) ჩვენ ცოდვილნი. ვინაცა გლოცავ თქვენ, მოსრულთა აქა! ასწავებდით მცონართაცა მოსლვად ეკკლესიასა, რამეთუ თქვენ გემო იხილეთ მოძღვრებისა სიტკბოებისა და მათ არა. სადა ხოლო, რომელიცა მცონარსა შიშად ღვთისა მოიყვანებდეს, მიიღოს მრავალი სასყიდელი ღვთისაგან. ხოლო ესენი უკვე აღმოვსთქვენ და კვალად ლოცვისათვისცა განსწავლნე, ამის მიერ (ამ გვარის ლოცვით) სათნოებანიცა აღსრულდებიან. უკეთუმცა გულისაგან მდაბლისა და უმანკოისა შეიწირვოდეს ლოცვა, ვითარცა საკმეველი ღვთისა მიმართ აღვალს, რომლისათვის სთქვა წინასწარ-მეტყველმანცა: "წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე". ხოლო, ვითარცა საკმეველი არს სუნნელი, ოდეს დაისხნეს ცეცხლსა ზედა, ეგრეთვე ლოცვა, ოდეს აღტყინებულისაგან გულისა იქმნებოდეს, შეიწირვის ღვთისა მიმართ.
მოვედით უკვე, ძმანო, საყვარელნო, და ისმინეთ სწავლა ესე ჩვენი, რომელი არს ცხოვრებად სულთა თქვენთა. უკეთუ ჰქმნეთ და არა თანამდებ სჯულისა იქმნეთ, ხოლო რომელნი ამათ მოძღვრებათა არა ერჩდეთ (შეისმენთ), ვითარ იქმნეთ თქვენ ეგოდენთა გზათა მსვლელ, რაოდენსაცა მოვიდა დედოფალი სამხრისა სმენად სიბრძნესა სოლომონისსა? ხოლო აქა, ეკლესიასა შინა, უფროს სოლომონისსა არს, და არა გზათა გრძელთა და შრომად; არცა გარემოს ზღვისა მოვლად, არცა მონაგებთა წარგებად, არცა სალმობათა ქვეშე პყრობად, რამეთუ ეკლესია არს ყოველთა სადგურ და ყოველნი ისწრაფდით მისა.
ხოლო უკეთუ ხარ მართალ, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე; უკეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკლესიადვე რათა სცხონდე. ხოლო მე, არა თავით თვისით გაიძულებ თქვენ საქმედ და მოსლვად ეკკლესიად, რამეთუ ვარ ყოველთა უცოდვილეს, არამედ რათა სწავლისა მსმენელთა იცხოვნნეთ სულნი თქვენნი. ხოლო არა მსმენელმან წმიდისა მოძღვრებისამან, ვითარ ვინ შეუძლოს წარმართებად სულისა თვისისა, რამეთუ ნათელ ეწოდების სიტყვასა ღმრთისასა, და უფროს ხილულისა ნათლისა არს და ფრიად განანათლებს სულსა, რომლისათვის სთქვა წინასწარმეტყველმან ისაია, ვითარმედ: "ერმან მსხდომარემან ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი", ესე იგი არს მოძღვრება ჭეშმარიტი. რაოდენნი უკვე ეკკლესიად, აიძულებდით სხვათაცა - არა მომსვლელთა, და ნუ ვინ იტყვით, ვითარმედ უცოდველ ვართო. მოიგონე, ძმაო, წოდებულთათვის სამეუფოსა ზედა სერსა, "უღლეული ხართა ვიყიდე, სხვამან ცოლიმოვიყვანე". და განრისხნაცა მხოლოდ მათ ზედა მეუფე, და თქვენ არა ძალ-გიძსთ ერთსა ჟამსა მიახლებად ღვთისა, რამეთუ რაიმე სიმძიმე არს ეკლესიასა შინა სმენისაგან გალობისა? და მაშინ წარხვალთ საქმედ. უკეთუმცა (თუ კი) იქმნეთ მოსარგებლე, ანუ მარადღე განმყოფელ ვერცხლისა, გინა რვალისა, ანუ ღვინისა, ესრეთ არა თვით მიხვალთა, არა მიწოდებულნი?! ხოლო აქა ეკლესიასა შინა ჟამ ყოველ სიტყვანი ღვთისანი განიცემიან, უმჯობეს ოქროსა და უძვირფასეს ქვისა, მრვალ სასყიდლისა და უტკბილეს თაფლისა. ხოლო თქვენ ამათ მოაკლდებით, ვინადგან არა მოხვალთ მარადის ეკლესიად მცონარებისა თქვენისათვის. გიზრახავ ამას ძვირსა და გაბრალებ, და რაჟამს მოხვალთ ეკლესიად უკრძალველად მოხვალთ და თვით ნებსით დააკლდებით სულიერსა ამას სწავლასა, რომლისა მიერ იქმნების კეთილი ცხოვრება, სიხარული საუკუნო და დიდება გამოუთქმელი და ცხოვრება სულისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ საყვარელნო, მე გეტყვი თქვენ ამისთვის დღითი


უფლის ხვედრის შეუცნობლობის შესახებ

ერთი მოკრძალებული, ქველმოქმედი და ღვთისმოსავი განდეგილი დღედაღამ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რათა მისთვის გონება გაენათებინა და ზეციური ჩანაფიქრის ხვედრი შეეტყო; მაგრამ უფალმა მისი ლოცვა არ შეისმინა. მეუდაბნოემ თავი ჩათვალა ცოდვილად, რომელიც ზეციური გამოცხადების ღირსი არ იყო; მან გადაწყვიტა, უხუცეს ბერთან წასულიყო, რომელიც საკმაოდ შორს ცხოვრობდა და მისგან შეეტყო ის, რითაც მისი გონება გამუდმებით იყო დაკავებული. მან საგზალი წაიღო და გზას გაუდგა.
უეცრად შაოსანი ბერი შემოხვდა და ჰკითხა:
-საით გაგიწევია, მონავ ღვთისა?
-ამა და ამ ბერთან, - მიუგო მეუდაბნოემ.
-მეც იქ მივდივარ, - მიუგო შაოსანმა.
თანამგზავრებმა ერთმანეთის ნახვით გაიხარეს და გზას გაუდგნენ.
მოსაღამოვებულზე მგზავრები ერთ მდიდარ ადამიანთან გაჩერდნენ, რომელმაც გულითადი სიხარულით მიიღო ისინი და ვახშამი ვერცხლის ჭურჭლით მიართვა... როგორც კი ისინი სუფრიდან ადგნენ, შაოსანმა ერთი თეფში აიღო, სახლიდან გავიდა და იქვე ჩამოდინებულ მდინარეში გადააგდო. მასპინძელს სიტყვაც არ უთქვამს, მეუდაბნოემ კი აღარ იცოდა, რა ეფიქრა.
დილით მგზავრებმა გზა განაგრძეს და საღამოს მიადგნენ მეორე მასპინძელს, რომელმაც მათ ყოველგვარი პატივი მიაგო. და როგორ მოიქცა შაოსანი? დილით, როდესაც მასპინძლობისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, სახლის პატრონმა მათთან ერთადერთი ვაჟიშვილი შეიყვანა და დალოცვა სთხოვა. უეცრად შაოსანმა ბერმა მას ყელში ხელი წაუჭირა და დაახრჩო. მეუდაბნოე შეძრწუნდა, დაყვირება უნდოდა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. მამამ კი მხოლოდ ეს თქვა:
-იყოს ნება შენი, უფალო!
ამრიგად, მგზავრებმა გზა განაგრძეს, მაგრამ მესამე საღამოს ვეღარავინ ნახეს, ვინც მათ შეიფარებდა და მოასვენებდა. ამიტომაც ერთ ძველ, ცარიელ სახლში შევიდნენ და ღამე იქ გაათიეს. წასვლის წინ შაოსანმა სახლის დანგრევა დაიწყო, ხოლო როდესაც საფუძვლამდე დაანგრია, მისი ხელახლა აშენება დაიწყო. მეუდაბნოემ მოთმინება დაკარგა და წამოიძახა:
-გაფიცებ, მითხარი: ანგელოზი ხარ თუ ეშმაკი? შენი საქმეები ჩემთვის მიუწვდომელია.
-განა რა ჩავიდინე? - შეეპასუხა შაოსანი.
-მესამე დღეა, - მიუგო მეუდაბნოემ, - უცნაურად იქცევი: ღვთივსათნო და ქველმოქმედი მასპინძლის ვერცხლის თქფში წყალში გადააგდე; გუშინ ალერსიანი მასპინძლის ვაჟიშვილი დაახრჩე; დღეს კი უმიზეზოდ დაანგრიე სახლი და ხელახლა დაიწყე მისი აშენება, თვითონაც არ იცი, ვისთვის.
-ნუ გაიკვირვებ და ჩემი საქციელების განსჯით ნუ ცდუნდები, არამედ მომისმინე, რას გეტყვი... პირველი მასპინძელი სავსებით ღვთივსათნო ადამიანია, მაგრამ ჩემს მიერ წყალში გადაგდებული თეფში მან უსამართლოდ მოიპოვა: იცოდე, რომ მე, მისი ალერსიანობის მიუხედავად მასპინძლობისთვის მადლიერების ნიშნად, გავანადგურე ეს ნივთი, რათა ამ უსარგებლო საგნის მეშვეობით კეთილმა ადამიანმა ზეცაში ჯილდო არ დაკარგოს. მეორე უცხოთ შემწყნარებელიც ღვთისმოშიშია; მაგრამ მისი მცირეწლოვანი შვილი სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას ავაზაკი და კაცობრიობის შემარცხვენელი გახდებოდა, ამით კი მამას შეარცხვენდა და სასირცხვილო დარდს მოუტანდა; უფრო მეტიც, მაშინ საბრალო მამა შვილის გამო საშინელ სამსჯავროზე შვილის გამო პასუხს აგებდა. ასე რომ, იცოდე, მე მამის სათნოების წყალობით შვილი მოვაკვდინე.
-მაგრამ აქ, უდაბურ ადგილას, - შეეწინააღმდეგა მეუდაბნოე, - რატომ დაანგრიე სახლი და მისი ხელახლა აშენება დაიწყე?
ნურც ამ შემთხვევაში ცდუნდები, - უპასუხა მეუდაბნოემ, - ამ სახლის პატრონი მტაცებელი და კაცისმკვლელი იყო, მაგრამ მან გააღატაკა და მიატოვა თავისი სახლი; მისმა ბაბუამ სახლის აშენებისას კედელში ოქრო დამალა: სახლი იმიტომ დავანგრიე, რომ ვინმეს საგანძურის ძიებაში სული არ წაეწყმიდა. ასე რომ, დაბრუნდი, კეთილო ბერო, შენს სენაკში და ამიერიდან ღვთის ნების გამოცდის ამაო შრომას ნუღარ იტვირთებ: თვით სული წმიდა ბრძანებს, რომ მისი სიღრმეები ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია. მათ შეტყობას ამაოდ ნუ ეცდები, რამეთუ მასში არანაირი სარგებელი არ არის, - უთხრა ეს და შავკაბოსანი უხილავი შეიქნა. ბერი შეძრწუნდა. მიხვდა, რომ ეს მეუდაბნოე ანგელოზი იყო, რომელიც უფალმა მაცხოვნებელი გაკვეთილის მისაცემად და საკუთარი უგუნურების სინანულისთვის გამოუგზავნა; მაშინ მან უფალს აღუთქვა, რომ ღვთის ნებას აღარასდროს გამოსცდიდა ერთი მოკრძალებული, ქველმოქმედი და ღვთისმოსავი

398. თუკი ვინმეს კეთილი საქმის გაკეთება სურს, მაგრამ მხოლოდ პირად სარგებელზე ფიქრობს, ან საკუთარი ნება ამოძრავებს, ეთვლება თუ არა მას ეს სიმართლეში?
ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე მარხვას საკუთარი ნებით რაიმეს უმატებს, ან ადამიანებისაგან განდიდებას და მისგან გამომდინარე სარგებელს ეძებს, მაშინ მისი მარხვა საზიზღრობაა ღვთის თვალში. ისრაელიანებიც მარხულობდნენ, მაგრამ ვინაიდან, მარხვის დროს, სხვებს ამცირებდნენ და საკუთარ ნებას ასრულებდნენ, ამიტომ ღმერთი წინასწარემტყველ ესაიას მეშვეობით საყვედურობდა და ეუბნებოდა მათ: „განა ეს არის მარხვა, მე რომ ავირჩიე?“ (ის. 58, 6). ასევა აქაც, ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც საკუთარი ნება ეზავება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულით არ აღესრულება, წმინდა არაა და ღმერთს არ სიამოვნებს. ეს საღმრთო რჯულიდან შეგვიძლია შევიცნოთ; ის ამბობს: „ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს“. (ლევ. 19, 19). და თუ გსურს დარწმუნდე, რომ ეს კეთილი საქმის მკეთებლებზეა ნათქვამი, ამაზე ეკლესიასტე მიგითითებს, რომელიც ამბობს: „მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი“ (ეკლ. 9, 8), რითაც გიჩვენებს, რომ საქმე ყოველთვის წმინდა უნდა იყოს. და თუ საქმეს მკეთებლის ნებით რაიმე ეზავება, მაშინ ის უკვე შებილწულია და ღმერთს არ ესათნოება. საქმეებთან დაკავშირებით უფალიც ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: „ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი“ (მათე 7, 15-16). ამრიგად, უნდა ვეცადოთ, რომ საქმე არა რაიმე სხვა მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულისათვის აღვასრულოთ. და თუ ეს ასე არაა, მაშინ ღმერთს საქმის აღსასრულებლად აღარ ვჭირდებით, რამეთუ მას არ გაუჭირდება იმ ადამიანის პოვნა, ვისი მეშვეობითაც მისი საქმე უმწიკვლოდ შესრულდება. მაშასადამე, სიკეთის კეთებისას, ფხიზლად უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რომ როგორღაც, ჩვენი ნების გათვალისწინებამ შრომა წყალში არ ჩაგვიყაროს.
ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე მარხვას საკუთარი

833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.
ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს შენს სულთან, ამინ.
834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.
მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.
835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.
თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3