უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე ავადმყოფობებს, ლანძღვას, ცილისწამებას ცხოველმყოფელი უფლის სასოებით. ეს ის უდიდესი სულები არიან, რომელთაც თავიანთი მაცხოვრისაგან ისწავ... იხილეთ სრულად
და ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს უფრო ახლოს, უფრო წმინდად და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს.
განა იქნება რაიმე იმაზე კარგი და სასარგებლო, აწმყო ან მომავალ ცხოვრებაში, ვიდრე ქრისტესთან თანაზიარობაა? რაა იმაზე ულამაზესი და უტკბესი, ვიდრე მისი ჭვრეტაა. თუკი ღირსებია ვისმე მაინც მასთან საუბრები, უცილობლად მიუღია მისგან საუკუ... იხილეთ სრულად
„არა ძალადობრივი“, - ამბობს (ქრისტე), - “ჩემი იქ ყოფნით, არამედ მხოლოდ გულის კართან დგომით და ვინც გამიღებს, მიხარია მათი გადარჩენის გამო”. გადარჩენაში ვგულისხმობ მასთან შესვლას და პურის ჭამას და ვჭამ იმას, რასაც ისინი ჭამენ და უ... იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება. როცა გულს ქრისტე არ ჰყავს, მაშინ იგი დაკავებულია ფულით, ქონებითა და ადამიანებით.
ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვ... იხილეთ სრულად
ჩვენი უფლის ფერიცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება.
უფლის ფერიცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება. უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს. გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაე... იხილეთ სრულად
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მე... იხილეთ სრულად
უფლის სულს ქრისტე გვიგზავნის, ამიტომაც არ შეიძლება, რომ იგი ღვთის მტრის, ეშმაკის, უღმერთოს, ანდა კაცთმოძულის გამოგზავნილი იყოს. მისი გამოგზავნა მხოლოდ მეგობარს, ნათესავს, ჩვენს მოყვარულს, მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს ძალუძს. ... იხილეთ სრულად